ილონ მასკი: სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო
სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო, – წერს ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში. მასკი ეხმაურება წარმოშობით უნგრელი ფინანსისტის, ჯორჯ სოროსის ვაჟს, ალექს სოროსს, რომელმაც „იქსში“ დაწერა, რომ უნგრელმა ხალხმა ქვეყანა დაიბრუნა. ცნობისთვის, ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შედეგად, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ტისა“ ლიდერობს. მას 138 მანდატი ხვდება.