სიახლეები

სიახლეები
საზოგადოება

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ალი ასადოვი ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია, რათა სამძიმარი გამოეხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

წაკითხვა
საზოგადოება

აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის თავმჯდომარე, ვიკი ჰარცლერი: ძალიან დანაღვლიანებული ვართ ამ სამწუხარო ამბის გაგებით. ეს დიდი დანაკარგია ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისა და ყველა მორწმუნისათვის

აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის თავმჯდომარე, ვიკი ჰარცლერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქართველ ერს სამძიმარს უცხადებს. „ძალიან დანაღვლიანებული ვართ ამ სამწუხარო ამბის გაგებით. ეს დიდი დანაკარგია ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისა და ყველა მორწმუნისთვის. ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა და სამძიმარი ელჩს, საელჩოსა და მთელ ქართველ ერს“, – აცხადებს ჰარცლერი.

წაკითხვა
საზოგადოება

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი პატრიარქზე: ქართველ ხალხს იგი უყვარდა და პატივს სცემდნენ მისი სიბრძნისა და საქართველოს სიყვარულის გამო. ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას სიძლიერეს ვუსურვებ ამ რთულ პერიოდში

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ტომ ბერენდსენი საქართველოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს. „ნიდერლანდების სამეფოს სახელით მინდა გულწრფელად მივუსამძიმრო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მგლოვიარე ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, კათალიკოს-პატრიარქ ილია II გარდაცვალების გამო. მისი უწმინდესობა ქართველ ხალხს თითქმის ხუთი ათწლეულის მანძილზე უწევდა სულიერ წინამძღოლობას და რწმენისა და ერთიანობის დედაბოძის როლს ასრულებდა

წაკითხვა
საზოგადოება

იერუსალიმში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარე გოლგოთას მთის სალოცავში. მსახურება შეასრულა წინამძღვარმა ისიდორემ. მსახურების ამსახველ ფოტოებთან ერთად იერუსალიმის საპატრიარქომ სოციალურ ქსელში განცხადებაც გაავრცელა. „გოლგოთაზე ტრისაგიონი საქართველოს პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია მეორის სულის ხსოვნისა და მარადიული განსასვენებლისთვის, უხუცესი, კიდობნის მცველისა და აღდგომის ეკლესიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, იერაპოლისის მთავარეპისკოპოსის, ისიდორეს მიერ“,

წაკითხვა
საზოგადოება

პაატა სალია: მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ქართველ ერს, მთელ საქრისტიანოს პატრიარქის გარდაცვალების გამო. ეს თითოეული ქრისტიანის გულში დიდი ტკივილია, მაგრამ დარწმუნებული ვართ, მისი უწმინდესობის სული მარად იქნება საქართველოს მფარველი

პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო საქართველოს, ქართველ ერს, მთელ საქრისტიანოს ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.მან ისაუბრა იმ ღვაწლზე, რომელიც ილია მეორეს ქვეყნის მიმართ ჰქონდა. „რა თქმა უნდა, ეს თითოეული ქრისტიანის გულში დიდი ტკივილია, მაგრამ ამავდროულად ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მისი უწმინდესობის სული მარად

წაკითხვა
პოლიტიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრმა მირი რეგევმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა

ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრი მირი რეგევი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს. ოფიციალურ მიმართვაში ისრაელის მხარე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ყურადღებას ამახვილებს ილია II-ის სულიერ მემკვიდრეობასა და ებრაელ ხალხთან მის მეგობრულ დამოკიდებულებაზე. ოფიციალურ წერილში ილია II მოხსენიებულია, როგორც გამორჩეული სულიერი ლიდერი და ქართულ-ებრაული

წაკითხვა
საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრს უნგრეთის პრემიერმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პატრიარქის ეპოქალურ როლს ქვეყნისა და ერის ისტორიაში. პრემიერ-მინისტრი უნგრეთში დღეს მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში

წაკითხვა
საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. შეზღუდვა შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს. 21 მარტს, 15:00 საათიდან 00:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება შემდეგი მიმართულებით: თავისუფლების მოედანი, შალვა დადიანის ქუჩა (იცვლება მიმართულება); რუსთაველის გამზირი – თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე; რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელი ყველა ქუჩა; მეტეხის ხიდი,

წაკითხვა
საზოგადოება

გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ უწყების თანამშრომლებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ უწყების თანამშრომლებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

წაკითხვა
საზოგადოება

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: რასაც ახლა ვხედავთ, ეს ხომ საოცრებაა, ყველამ ვიცოდით, რომ პატრიარქი ხალხს უყვარდა, მაგრამ ასეთ რამეს ხომ არ მოველოდით – მან გზა გაკვალა ადამიანების გულებში, ცხოვრების წესში, თავმდაბლობაში და სიმშვიდეში

დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც საქართველოს მომდევნო პატრიარქმა უნდა გაიაროს. მისი შეფასებით, მომავალ პატრიარქს ილია მეორემ გზა უკვე გაუკვალა. დეკანოზმა ასევე ისაუბრა ილია მეორის მიმართ ხალხის სიყვარულზე, რის გამოვლინებასაც მისი თქმით, ამ დღეებში ვხედავთ. „ერთია, როცა ცივი გონებით აფასებ და მეორეა, როდესაც ფაქტობრივად აწყდები აბსოლუტურად აუხსნელ, მისტიკურ მოვლენას, რომელსაც ჰქვია

წაკითხვა