სიახლეები

სიახლეები
საზოგადოება

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის სასახლის წინ ევროპის დროშა დაეშვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის სასახლის წინ ევროპის დროშა დაეშვა.

წაკითხვა
მთავარი თემა საზოგადოება

The New York Times: პატრიარქი ილია II, საქართველოს სტაბილურობის სულიერი სიმბოლო. მან მსოფლიოში ერთ-ერთი ძველი ეკლესიის მმართველის რანგში ეკლესიისგან შექმნა ყველაზე ძლიერი და პატივსაცემი ინსტიტუტი

ამერიკული გამოცემა The New York Times-ი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას სპეციალურ სტატიას უძღვნის. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ილია მეორე იყო საქართველოს სტაბილურობის სულიერი სიმბოლო. სტატიის ავტორი ილია მეორეს მოიხსენიებს აგრეთვე ადამიანად, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნე მართავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და აქცია ის ეროვნული იდენტობის ქვაკუთხედად. „ოთხშაბათს ათასობით ქართველი მიაცილებდა სასახლეს, როცა მას ძველ თბილისში მდებარე

წაკითხვა
უცხოეთი

Reuters: ირანში აშშ-ის სახმელეთო ოპერაციის დაწყებას ამერიკელების მხოლოდ 7% უჭერს მხარს

Reuters-ის დაკვეთით კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, ამერიკელების უმეტესობა ფიქრობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო ოპერაციის დაწყების ბრძანებას გასცემს, თუმცა მას ცოტა ვინმე უჭერს მხარს. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ამერიკელების 65% ფიქრობს, რომ ტრამპი ირანში ჯარების შეყვანის ბრძანებას გასცემს, თუმცა სახმელეთო ოპერაციას გამოკითხულთა მხოლოდ 7% უჭერს მხარს. გამოკითხვის შედეგად გაიზომა ტრამპის რეიტინგიც. ის

წაკითხვა
საზოგადოება

იერუსალიმის, როდოსის და მალტის წმ. იოანეს ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენი: ყველა მორწმუნის მიმართ გამოვხატავთ სამძიმარს, გვინდა, დაგარწმუნოთ, რომ თქვენთვის ვლოცულობთ

იერუსალიმის, როდოსის და მალტის წმ. იოანეს ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს უგზავნის. „თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ღრმა მწუხარებით შევიტყვე მისი უწმინდესობის, ილია II-ის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შესახებ – პიროვნებისა, რომელიც ქართველი ხალხისთვის დიდად პატივსაცემი სულიერი მამა იყო. მისი ხანგრძლივი მსახურების

წაკითხვა
საზოგადოება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ანკარაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბერის ექინჯიმ თურქეთში საქართველოს ელჩ არჩილ კალანდიას ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა. ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „2026 წლის 19 მარტს, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბერის ექინჯიმ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს არჩილ კალანდიას , თურქეთის ხელისუფლების სახელით, სამძიმარი

წაკითხვა
საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს. სამხედრო მოსამსახურეები სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ. „დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებმა პატივი მიაგეს ჩვენს უწმინდესს, საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს. მას განსაკუთრებით უყვარდა ჩვენი სამშობლოს დამცველები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ოფიცრები. უდიდესი დანაკლისია, როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენთვის, თავდაცვის ძალებისთვის. ვუსამძიმრებ ყველას, მთელს მართლმადიდებელ სამყაროს“, – აღნიშნა თავდაცვის ძალების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

წაკითხვა
საზოგადოება

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აშშ-ში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აშშ-ში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს. ინფორმაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი აქვეყნებს. „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, პიტერ ანდრეოლიმ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია ll-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აშშ-ში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. მან მიუსამძიმრა

წაკითხვა
საზოგადოება

ესპანეთის საელჩო: საქართველოში ესპანეთის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს მოსახლეობას მათი პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო

საქართველოში ესპანეთის საელჩო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ერს უსამძიმრებს. „საქართველოში ესპანეთის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს მოსახლეობას მათი პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ის წარმოადგენდა საქართველოს სულიერი იდენტობის ქვაკუთხედს. დაე მშვიდობით განისვენოს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

წაკითხვა
საზოგადოება

არქიმანდრიტი იოვანე: კვირას, წესის აგების შემდეგ სიტყვით გამოვლენ ჩამოსული სტუმრები. შემდგომ იქნება ტაძრიდან გამოსვენება და სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ მსვლელობა

შაბათი მიცვალებულთა ხსენების დღეა და 09:00 საათზე დაიწყება საღვთო ლიტურგია. წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი აღავლენს ამ წირვას. ასევე შაბათს იქნება საღამოს მწუხრის ლოცვა, – განაცხადა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა. მისივე თქმით, კვირას, ბასილი დიდის ლიტურგიის შემდეგ, შესრულდება წესის აგება. „კვირას იქნება ბასილი დიდის ლიტურგია, ლიტურგიის შემდეგ წესის აგება. სიტყვით გამოვლენ ჩამოსული სტუმრებიც და შემდგომ იქნება ტაძრიდან გამოსვენება

წაკითხვა
საზოგადოება

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უსამძიმრებს

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უსამძიმრებს. საბჭოს გენერალური მდივნის, ჯერი პილეის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ეკლესიის განახლების მნიშვნელოვანი პროცესი წამოიწყო, 1980-იანი წლების ბოლოსთვის საგრძნობლად გაიზარდა სასულიერო პირების, მონასტრებისა და ტაძრების რაოდენობა. „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ჩვენ, მთელ

წაკითხვა