სიახლეები

სიახლეები
უცხოეთი

უნგრეთის პარლამენტმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღო

უნგრეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უარყოფს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ომის შემდგომ დაფინანსებას და ევროკავშირის სამხედრო ალიანსად გარდაქმნის მცდელობებს. ინიციატივას მხარი 142-მა დეპუტატმა დაუჭირა, 28 წინააღმდეგი იყო, ხოლო 4-მა თავი შეიკავა. დოკუმენტის შესახებ სოციალურ ქსელში უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი წერს. მისი თქმით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ უნგრეთი უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან იმ მიზეზით, რომ ქვეყანა ომშია და

წაკითხვა
პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველო რეგიონში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საკუთარი მოქალაქეებისთვის საერთაშორისო მოგზაურობის განახლებული რეკომენდაციების გვერდი აამოქმედა, რომელიც მოიცავს გლობალურ ინტერაქციულ რუკას. მსოფლიოს ქვეყნები დაყოფილია ოთხდონიან სისტემად, რომელიც მოგზაურებს შესაძლო რისკების შესახებ აწვდის ინფორმაციას. ინტერაქციული რუკის მეშვეობით ვიგებთ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მოქმედებს საფრთხის პირველი დონე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოგზაურობა უსაფრთხოა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, საქართველოში მოგზაურობისას სიფრთხილის ჩვეულებრივ

წაკითხვა
უცხოეთი

Der Spiegel: ირანმა იორდანიაში გერმანულ სამხედრო ბაზას დაარტყა

ირანულმა რაკეტებმა იორდანიაში გერმანულ სამხედრო ბაზას დაარტყეს. ქვეყნის აღმოსავლეთით, ქალაქ აზრაქის მახლობლად, მდებარეობს იორდანიის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა, სადაც აშშ-ისა და გერმანიის სამხედრო მოსამსახურეებიც არიან განლაგებულნი. კერძოდ, იქ ბაზირებულია გერმანიის საჰაერო ძალების (ლუფტვაფეს) საწვავშემავსებელი თვითმფრინავები და სამხედრო-სატრანსპორტო Airbus A400M Atlas-ები. როგორც Der Spiegel-ი იტყობინება, 9 მარტის საღამოს ირანულმა რაკეტებმა ბაზის ამერიკულ სექტორს შეუტიეს, რის შედეგადაც გერმანული ყაზარმებიც

წაკითხვა
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბატონი პეტერის შემთხვევაში, როგორც ჩანს, დასაშვებია ჯერ სიცრუით მანიპულაცია, შემდეგ კი სიმართლის არშემჩნევა – წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი კი დაირღვა, მაგრამ პატიოსნებამ რა დააშავა?!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში სანქციების დარღვევის მტკიცებულებათა არარსებობის გამო ევროკომისიის მხრიდან, ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოღებას ეხმიანება და წერს, რომ გერმანიის ელჩი ბატონი პეტერი არც ამ შემთხვევაში მოიხდის ბოდიშს. ,,საყოველთაოდ ცნობილი გერმანული პატიოსნება, ასეთ დროს, ბოდიშის მოხდას გულისხმობს. მაგრამ ბატონი პეტერის შემთხვევაში, როგორც ჩანს, დასაშვებია ჯერ სიცრუით მანიპულაცია, შემდეგ კი სიმართლის

წაკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა. „საქართველოს მთავრობის სახელით, გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევას. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას და ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. ირანელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში. 9 მარტს ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევა

წაკითხვა
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაცია: ზურაბ მახარაძემ გაავრცელა ინფორმაცია ბაზალეთის ტბის მიმდებარედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შესყიდვის შესახებ, ნაკვეთი 2006 წელს მთავრობამ გადასცა საზოგადოებრივ მაუწყებელს

სატელევიზიო დებატების დროს, გადაცემის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზურაბ მახარაძემ გაავრცელა ინფორმაცია ბაზალეთის ტბის მიმდებარედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შესყიდვის შესახებ, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, მიწის ნაკვეთი 2006 წელს საქართველოს მთავრობამ საკუთრებაში გადასცა საზოგადოებრივ მაუწყებელს. „გასულ შაბათს გამართული სატელევიზიო დებატების დროს, გადაცემის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზურაბ მახარაძემ გაავრცელა ინფორმაცია

წაკითხვა
პოლიტიკა

დევიდ ო`სალივანი მაკა ბოჭორიშვილს: ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას და გთხოვთ მომავალშიც უზრუნველყოთ, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთში ასეთი მგრძნობიარე პროდუქციის ექსპორტისა და რეექსპორტისთვის არ გამოიყენებოდეს

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხში დევიდ ო`სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი მისწერა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ბრიუსელი ძალიან აფასებს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, რათა მისი ტერიტორია რუსეთში პროდუქციის ექსპორტისა და რეექსპორტისთვის არ გამოიყენებოდეს. „ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მუდმივ ძალისხმევას ამ მიმართულებით და გთხოვთ მომავალშიც უზრუნველყოთ, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთში ასეთი მგრძნობიარე პროდუქციის ექსპორტისა და

წაკითხვა
პოლიტიკა

ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო – ევროკავშირი სანქციების დაცვის კუთხით საქართველოს ძალისხმევას მიესალმება

ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხში დევიდ ო`სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა. „თავდაპირველად საქართველოს ყულევის პორტის ჩართვა სანქციების მე-20 პაკეტში იგეგმებოდა რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვებისა და პორტში „ჩრდილოვანი ფლოტის“ შესვლის გამო. ეს პირველადი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ,

წაკითხვა
უცხოეთი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპერაცია „ეპიკურ რისხვას“ „ეპიკურ შეცდომას“ უწოდებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპერაცია „ეპიკურ რისხვას“ „ეპიკურ შეცდომას“ უწოდებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აბას არაღჩი წერს, რომ შეერთებული შტატები ირანული ნავთობისა და ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ შეთქმულებას ინფლაციური შოკის შეკავების მიზნით გეგმავს და იქვე დასძენს, რომ საპასუხოდ თეირანს ბევრი სიურპრიზი აქვს მომზადებული. „ოპერაცია „ეპიკური შეცდომის“ დაწყებიდან ცხრა დღეში ნავთობის ფასები გაორმაგდა, ხოლო ყველა სხვა საქონლის

წაკითხვა
უცხოეთი

თურქეთის გაზიანთეფის პროვინციის შემდეგ, ირანული რაკეტების ნამსხვრევები დიარბაქირშიც აღმოაჩინეს

თურქეთის გაზიანთეფის პროვინციის შემდეგ, ირანული რაკეტების ნამსხვრევები დიარბაქირშიც აღმოაჩინეს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქმე ეხება ერთსა და იმავე ინციდენტს, რომლის დროსაც ნატოს თავდაცვის სისტემებმა თურქეთის საჰაერო სივრცეში ირანული რაკეტები აღმოაჩინეს და გაანადგურეს. თურქეთის ტერიტორიაზე ირანული რაკეტების გამოჩენის მეორე შემთხვევას პრეზიდენტი ერდოღანი გამოეხმაურა; ირანს პროვოკაციული ნაბიჯებისგან თავის შეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ირანის ქმედებებს მოკავშირეებთან ერთად

წაკითხვა