ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი „მალე“ დასრულდება, რადგან იქ „პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღებად“
ოთხშაბათს გამოცემა AXIOS-ისთვის მიცემულ მოკლე სატელეფონო ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი „მალე“ დასრულდება, რადგან იქ „პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღებად“. „აქა-იქ რაღაცები დარჩა… ნებისმიერ დროს, როცა კი მოვისურვებ, რომ ეს დასრულდეს, დასრულდება კიდევაც“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. „ომი შესანიშნავად მიმდინარეობს. ჩვენ განრიგს საგრძნობლად ვუსწრებთ. იმაზე მეტი ზიანი მივაყენეთ, ვიდრე შესაძლებლად მიგვაჩნდა, მათ შორის