უცხოეთი

უცხოეთი
უცხოეთი

მარტა კოსი: გაწევრიანების არსებული პროცედურით უკრაინა ევროკავშირის წევრი 2027 წელს ვერ გახდება

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების არსებული პროცედურებით უკრაინა ბლოკის წევრი 2027 წელს ვერ გახდება. როგორც კოსმა განაცხადა, საჭიროა ევროკავშირის გაწევრიანების პროცედურების შეცვლა, რადგან ის დღევანდელ გამოწვევებს არ პასუხობს. „მეთოდოლოგია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არ შეესაბამება იმ რთულ დროს, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ“, – განაცხადა ევროკომისარმა. სააგენტოს ცნობით, ბოლო დროს ევროკავშირში

წაკითხვა
უცხოეთი

უნგრეთის მთავრობის სპიკერი: ზელენსკის მხრიდან წამოსული მუქარა და შანტაჟი ყოველგვარ მისაღებ ზღვარს გასცდა

ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან წამოსული მუქარა და შანტაჟი ყოველგვარ მისაღებ ზღვარს გასცდა, – განაცხადა უნგრეთის მთავრობის სპიკერმა, ზოლტან კოვაჩმა. „როდესაც ვინმე იმით იმუქრება, რომ ადამიანის მისამართს უკრაინელ ჯარისკაცებს გადასცემს მხოლოდ იმის გამო, რომ ის მხარს არ უჭერს იარაღის მორიგ, 90 მილიარდი ევროს პაკეტს – ეს დიპლომატია კი არა, ღია მუქარაა. ეს აღმაშფოთებელია. პირად ემოციებს მსგავს საკითხებში

წაკითხვა
უცხოეთი

ტრამპი: ხამენეის ვაჟი ჩემთვის მიუღებელია – მე პირადად უნდა ვიყო ჩართული ირანის ახალი ლიდერის დანიშვნის პროცესში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა AXIOS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი პირადად უნდა იყოს ჩართული ირანის შემდეგი ლიდერის შერჩევაში – ზუსტად ისევე, როგორც ეს ვენესუელის შემთხვევაში იყო. ტრამპმა აღიარა, რომ მოკლული უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, ყველაზე სავარაუდო მემკვიდრეა, თუმცა იქვე მკაფიოდ განმარტა, რომ მისთვის ეს შედეგი მიუღებელია. „ისინი დროს ტყუილად კარგავენ. ხამენეის ვაჟი სუსტი

წაკითხვა
მნიშვნელოვანი უცხოეთი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას – სამხედროებმა ინციდენტის გამოძიება დაიწყეს

ჯეიჰუნ ბაირამოვსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ სეიედ აბას არაღჩის შორის სატელეფონო საუბრის შესახებ პრესრელიზს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სატელეფონო საუბრისას მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა მკაცრად დაგმო ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული დრონებით თავდასხმები და გამოთქვა მტკიცე პროტესტი ამ თავდასხმების მიმართ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე

წაკითხვა
უცხოეთი

ზელენსკი ორბანზე: ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირში ერთი ადამიანი არ დაბლოკავს 90 მილიარდს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მივცემთ – დაე, დაურეკონ მას და თავიანთ ენაზე ელაპარაკონ

ევროკავშირში ერთი ადამიანი 90 მილიარდ ევროს თუ დაბლოკავს, ჩვენ მის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ვაცნობებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინული მედიის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე მიანიშნა. „ვიმედოვნებთ, ევროკავშირში ერთი ადამიანი არ დაბლოკავს 90 მილიარდს ან 90 მილიარდის პირველ ტრანშს და უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღი ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანის მისამართს

წაკითხვა
უცხოეთი

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მოყვანილია მობილიზების ნომერ პირველ მდგომარეობაში

ჩვენი შეიარაღებული ძალები – თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური, სპეციალური დანიშნულები ძალების ყველა დანარჩენი ქვედანაყოფი – მოყვანილია მობილიზაციის ნომერ პირველ მდგომარეობაში, – როგორც Report იუწყება, ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, ეს ძალები მზად უნდა იყვნენ ნებისმიერი ოპერაციის ჩასატარებლად. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ტერიტორიაზე ირანის მხრიდან დრონების

წაკითხვა
უცხოეთი

კაია კალასმა აშშ-ესპანეთის სავაჭრო კონფლიქტზე საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები ევროკავშირთან ვაჭრობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას დაიცავს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები ევროკავშირთან ვაჭრობის შესახებ გასულ წელს გაფორმებულ შეთანხმებას დაიცავს. აღნიშნული განცხადება კალასმა აშშ-სა და ესპანეთს შორის სავაჭრო კონფლიქტის კომენტირებისას გააკეთა. აღსანიშნავია, რომ გუშინწინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობას შეაჩერებს მას შემდეგ, რაც მადრიდმა აშშ-ს უფლება არ მისცა ესპანეთის ტერიტორია

წაკითხვა
უცხოეთი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში უარყო ინფორმაცია, რომ ირანი აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტს დრონებით თავს დაესხა. მისი განცხადებით, ირანი თავს ესხმის მხოლოდ სამხედრო ბაზებს, რომლებსაც აშშ და ისრაელი თეირანზე შეტევების განსახორციელებლად იყენებენ. „ჩვენ მეზობელ ქვეყნებს არ ვუმიზნებთ. ირანის პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვუტევთ მხოლოდ მოწინააღმდეგის სამხედრო ბაზებს, აშშ-ისა და სიონისტური

წაკითხვა
უცხოეთი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის პროვოცირება გამოიწვიეს, რათა თეირანს არაბულ ქვეყნებში მდებარე ობიექტებზე დარტყმები განეხორციელებინა. „აგრესორები ცდილობენ მუსლიმებისთვის წმინდა თვის, რამადანის დროს ისლამურ სამყაროში განხეთქილება შეიტანონ. მათ განზრახ მოახდინეს ირანის პროვოცირება, რომ რამდენიმე არაბულ ქვეყანაში ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განეხორციელებინა, რამაც ადამიანური, მატერიალური

წაკითხვა
უცხოეთი

მედია: ნახიჩევანის აეროპორტზე ირანული დრონის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა

აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტზე ირანული დრონების ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ორი დაშავებულის შესახებ. მედიის ცნობით, ყველა დაშავებული ნახიჩევანის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ორ დაშავებულს ბაროტრავმა აღენიშნება, ხოლო დანარჩენ ორს – ზურგის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის

წაკითხვა