უნგრეთი მოსალოდნელი ტერორისტული საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპაში მოსალოდნელია ახლო აღმოსავლეთიდან შემოსული ტერორისტული ქსელების გააქტიურება, რის გამოც მან კონტრტერორისტულ უწყებებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრება უბრძანა. როგორც ორბანმა აღნიშნა, მან დღეს დილით კონტრტერორისტული საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში შეხვედრა ჩაატარა და შესაბამისი მითითებები გასცა. „დილა დავიწყეთ კონტრტერორისტული საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრით, რადგან ომს ახლო აღმოსავლეთში პირდაპირი გავლენა აქვს უნგრეთის უსაფრთხოებაზე. მოვიწვიე უწყებების ხელმძღვანელები,