უცხოეთი

უცხოეთი
უცხოეთი

ვიქტორ ორბანი: ომი ჩვენს კარსაა მომდგარი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ომი უნგრეთის კარსაა მომდგარი. მისი თქმით, უნგრეთს ჰყავს მთავრობა, რომელიც არ გააგზავნის ჯარისკაცებს და იარაღს უკრაინაში. გარდა ამისა, მისი განცხადებით, უნგრეთის მთავრობა არ დააფინანსებს კონფლიქტს. „ომი ჩვენს კარსაა მომდგარი. უნგრეთს ჰყავს მთავრობა, რომელიც არ გააგზავნის ჯარისკაცებს უკრაინაში, არ გააგზავნის იარაღს უკრაინაში, არ დააფინანსებს კონფლიქტს. მომავალი არჩევნების ფსონი

წაკითხვა
უცხოეთი

BBC: ტორონტოში შეერთებული შტატების საკონსულოს ცეცხლი გაუხსნეს

კანადის ქალაქ ტორონტოში შეერთებული შტატების საკონსულოს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ტელეარხის ცნობით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობა სამართალდამცველებმა ალყაში მოაქციეს, დაწყებულია გამოძიება. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. კანადამდე თავდასხმა მოხდა შტატების დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე ნორვეგიაშიც. ოსლოში საკონსულოს ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლეს. პოლიცია ეჭვმიტანილის ვინაობას არ ამჟღავნებს, თუმცა მომხდარს ირანთან ომს უკავშირებს.

წაკითხვა
უცხოეთი

უნგრეთის პარლამენტმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღო

უნგრეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უარყოფს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ომის შემდგომ დაფინანსებას და ევროკავშირის სამხედრო ალიანსად გარდაქმნის მცდელობებს. ინიციატივას მხარი 142-მა დეპუტატმა დაუჭირა, 28 წინააღმდეგი იყო, ხოლო 4-მა თავი შეიკავა. დოკუმენტის შესახებ სოციალურ ქსელში უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი წერს. მისი თქმით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ უნგრეთი უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან იმ მიზეზით, რომ ქვეყანა ომშია და

წაკითხვა
უცხოეთი

Der Spiegel: ირანმა იორდანიაში გერმანულ სამხედრო ბაზას დაარტყა

ირანულმა რაკეტებმა იორდანიაში გერმანულ სამხედრო ბაზას დაარტყეს. ქვეყნის აღმოსავლეთით, ქალაქ აზრაქის მახლობლად, მდებარეობს იორდანიის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა, სადაც აშშ-ისა და გერმანიის სამხედრო მოსამსახურეებიც არიან განლაგებულნი. კერძოდ, იქ ბაზირებულია გერმანიის საჰაერო ძალების (ლუფტვაფეს) საწვავშემავსებელი თვითმფრინავები და სამხედრო-სატრანსპორტო Airbus A400M Atlas-ები. როგორც Der Spiegel-ი იტყობინება, 9 მარტის საღამოს ირანულმა რაკეტებმა ბაზის ამერიკულ სექტორს შეუტიეს, რის შედეგადაც გერმანული ყაზარმებიც

წაკითხვა
უცხოეთი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპერაცია „ეპიკურ რისხვას“ „ეპიკურ შეცდომას“ უწოდებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპერაცია „ეპიკურ რისხვას“ „ეპიკურ შეცდომას“ უწოდებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აბას არაღჩი წერს, რომ შეერთებული შტატები ირანული ნავთობისა და ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ შეთქმულებას ინფლაციური შოკის შეკავების მიზნით გეგმავს და იქვე დასძენს, რომ საპასუხოდ თეირანს ბევრი სიურპრიზი აქვს მომზადებული. „ოპერაცია „ეპიკური შეცდომის“ დაწყებიდან ცხრა დღეში ნავთობის ფასები გაორმაგდა, ხოლო ყველა სხვა საქონლის

წაკითხვა
უცხოეთი

თურქეთის გაზიანთეფის პროვინციის შემდეგ, ირანული რაკეტების ნამსხვრევები დიარბაქირშიც აღმოაჩინეს

თურქეთის გაზიანთეფის პროვინციის შემდეგ, ირანული რაკეტების ნამსხვრევები დიარბაქირშიც აღმოაჩინეს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქმე ეხება ერთსა და იმავე ინციდენტს, რომლის დროსაც ნატოს თავდაცვის სისტემებმა თურქეთის საჰაერო სივრცეში ირანული რაკეტები აღმოაჩინეს და გაანადგურეს. თურქეთის ტერიტორიაზე ირანული რაკეტების გამოჩენის მეორე შემთხვევას პრეზიდენტი ერდოღანი გამოეხმაურა; ირანს პროვოკაციული ნაბიჯებისგან თავის შეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ირანის ქმედებებს მოკავშირეებთან ერთად

წაკითხვა
უცხოეთი

The New York Times-ი აქვეყნებს ფოტომასალას, რომელზეც ირანში დაბომბილ სკოლასთან ამერიკული რაკეტის ნაწილები ჩანს

ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა გამოაქვეყნა ფოტომასალა, რომლის ანალიზის საფუძველზე ასკვნის, რომ ირანის ქალაქ მინაბში დაბომბილი გოგონათა სკოლის ნანგრევებთან ამერიკული რაკეტის ფრაგმენტებია ნაპოვნი. „რაკეტების ფრაგმენტებს, რომლებიც სავარაუდოდ ირანის სამხრეთით 28 თებერვალს სამხედრო-საზღვაო ბაზაზე და დაწყებით სკოლაზე დარტყმის დროს იყო გამოყენებული, ამერიკული ფრთოსანი რაკეტისთვის დამახასიათებელი მარკირება აქვს“, – აღნიშნავს გამოცემა. იდენტიფიცირებულ კომპონენტთა შორის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტის

წაკითხვა
უცხოეთი

აზერბაიჯანმა ილჰამ ალიევის დავალებით ირანში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა

აზერბაიჯანმა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დავალებით, ირანში 30 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. აზერბაიჯანის სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს რეზერვების კონტროლის დეპარტამენტის დირექტორის, ემინ ჰასანზადეს განცხადებით, ტვირთი ძირითადად სასურსათო პროდუქციისგან შედგება. „ჰუმანიტარული დახმარება შედგება ფქვილისგან, ბრინჯის, შაქრის, ჩაის, მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობისგან. ავტომობილები უკვე გზაშია“, – განუცხადა ჰასანზადემ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს.

წაკითხვა
უცხოეთი

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბალისტიკური რაკეტის გაშვების გამო ირანის ელჩი დაიბარეს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვების შემდეგ ისლამური რესპუბლიკის ელჩი, მოჰამად ჰასან ჰაბიბოლაზადე დაიბარა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, თურქეთის ოფიციალურმა პირებმა ელჩთან საუბრის დროს გამოხატეს შეშფოთება ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის გამო და დიპლომატს ახსნა-განმარტება მოსთხოვეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. თურქული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ ასეთი ინციდენტები აღარ მოხდება. ის ირანულ მხარეს მოუწოდებს,

წაკითხვა
უცხოეთი

The Guardian: თეირანში, მოქალაქეები ქუჩებში ახალი უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის დანიშვნის აღსანიშნავად გამოვიდნენ

დღეს ირანის დედაქალაქში მასშტაბური ღონისძიებები გაიმართა. მოქალაქეები ქუჩებში ახალი უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის დანიშვნის აღსანიშნავად გამოვიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს. თეირანის ცენტრში, ენყელაბის მოედანზე, ათასობით ადამიანი შეიკრიბა. გავრცელებულ კადრებში ჩანს მოქალაქეები, რომლებსაც ხელში ახალი ლიდერის პლაკატები უჭირავთ. შეკრებილი საზოგადოება მხარდაჭერას უცხადებს აიათოლა მოჯთაბა ხამენეის, რომელმაც ქვეყნის მართვის სადავეები ჩაიბარა.

წაკითხვა