უცხოეთი

უცხოეთი
უცხოეთი

ტრამპი მელონიზე: ჩვენ აღარ გვაქვს ისეთივე ურთიერთობა, როგორიც ადრე

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის კვლავ აკრიტიკებს. ტრამპის განცხადებით, ორ ლიდერს შორის არსებული მჭიდრო კავშირი წარსულს ჩაბარდა, რისი მიზეზიც ირანის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური რომის პოზიცია გახდა. „ჩვენ აღარ გვაქვს ისეთივე ურთიერთობა, როგორიც ადრე. ნებისმიერ მხარესთან, რომელმაც [ირანის] ამ სიტუაციაში დახმარებაზე უარი გვითხრა, ჩვენი დამოკიდებულება შეიცვალა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. ეს განცხადება მოჰყვა ტრამპის

წაკითხვა
უცხოეთი

კირ სტარმერი: ჩვენ არ ვაპირებთ ირანში მიმდინარე ომში ჩათრევას – ჩემზე დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა სხვა კურსი ამერჩია, ამ ომში ჩართვა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არ შედის

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ის არ დათმობს და არ შეიცვლის პოზიციას ირანთან აშშ-ისა და ისრაელის ომთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი კრიტიკის მიუხედავად. „ჩემი პოზიცია ირანის ომთან დაკავშირებით თავიდანვე ნათელი იყო. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ომში ჩათრევას“, – განაცხადა სტარმერმა დღეს თემთა პალატაში, როდესაც მას ტრამპის კომენტარების შესახებ ჰკითხეს. „ეს არ არის ჩვენი ომი. ჩემზე

წაკითხვა
უცხოეთი

Financial Times: ირანი ამერიკული ბაზების დასაბომბად ჩინურ თანამგზავრს იყენებდა

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ირანმა ჩინური სადაზვერვო თანამგზავრი ფარულად შეიძინა, რამაც ისლამურ რესპუბლიკას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმებისთვის ახალი შესაძლებლობები მისცა. როგორც Financial Times-ი წერს, თანამგზავრი სახელწოდებით TEE-01B ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-კოსმოსურმა ძალებმა 2024 წლის ბოლოს შეიძინა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა კოსმოსური ხომალდი გაუშვა. გამოცემას ხელში ჩაუვარდა დოკუმენტები და სურათები, რომელზეც დატანილია კოორდინატები

წაკითხვა
უცხოეთი

Financial Times: ირანს 16 დღეში ნავთობის მოპოვების შეჩერება მოუწევს, თუ აშშ-ის ბლოკადა წარმატებული აღმოჩნდება

ირანს დაახლოებით ორ კვირაში ნავთობის მოპოვების მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს, თუ აშშ-ის ბლოკადა წარმატებული აღმოჩნდება. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. თუმცა, როგორც გამოცემა იუწყება, თეირანი ფიქრობს, რომ ის უკეთესად გაართმევს თავს ეკონომიკურ ზეწოლას, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნავთობზე გაზრდილ ფასებს გაუმკლავდება. თანამგზავრის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ირანის ნავთობის საცავები ახლა 51%-ით არის შევსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ,

წაკითხვა
უცხოეთი

ჯეი დი ვენსი: უკრაინის ომის დაფინანსების შეწყვეტა ერთ-ერთია, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინის ომის დაფინანსების შეწყვეტა ერთ-ერთია, რითაც ის ყველაზე მეტად ამაყობს. „მე ვამბობდი, რომ ჩვენ უკრაინის ომის დაფინანსება უნდა შეგვეჩერებინა და მე ამის დღესაც მჯერა. ეს არის ერთ-ერთი, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ“, – განაცხადა ვენსმა. როგორც მან აღნიშნა, ახლა უკრაინისთვის ევროპელები ყიდულობენ იარაღს, თუმცა აშშ ამაში აღარ მონაწილეობს. „ჩვენ ევროპას ვუთხარით:

წაკითხვა
უცხოეთი

ტრამპი: ნატომ მხარი არ დაგვიჭირა და მომავალშიც არ დაგვიჭერს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აშშ-ს მხარს არ უჭერდა და მომავალშიც არ დაუჭერს. „ნატომ მხარი არ დაგვიჭირა და მომავალშიც არ დაგვიჭერს!“, – დაწერა ტრამპმა.

წაკითხვა
უცხოეთი

Fox News-ის ჟურნალისტი მარია ბარტირომო აშშ-ის პრეზიდენტთან ინტერვიუს შემდეგ: დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასრულებაზე საუბრობს

ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასრულებაზე საუბრობს, – ამის შესახებ Fox News-ის ჟურნალისტმა, მარია ბარტირომომ თეთრი სახლის ლიდერთან ინტერვიუს შემდეგ განაცხადა. „მან თქვა: „ეს დასრულდა“, – აღნიშნა ბარტირომომ ტრამპთან ინტერვიუს შეჯამებისას. ტელეარხის ჟურნალისტს ამერიკის ლიდერისგან მიღებული სხვა დამატებითი დეტალები არ გაუჟღერებია.

წაკითხვა
უცხოეთი

Reuters: აშშ-ის მიერ ბლოკადის გამოცხადების შემდეგ ჰორმუზის სრუტეში სამი ტანკერი შევიდა

აშშ-ის მიერ ბლოკადის გამოცხადების მიუხედავად, ჰორმუზის სრუტე ირანთან დაკავშირებულმა უკვე მესამე ტანკერმა გაიარა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტის ბლოკადის შესახებ ჯერ კიდევ შაბათს განაცხადა, მას შემდეგ, რაც ისლამაბადში აშშ-ირანის მოლაპარაკებები წარმატების გარეშე დასრულდა, წერს სააგენტო. როგორც Reuters-ი აღნიშნავს, იმის გამო, რომ აღნიშნული სამი გემი ირანულ პორტებში არ შედიოდა, მათ სრუტის გავლის უფლება

წაკითხვა
უცხოეთი

მარკო რუბიო ვაშინგტონში ლიბანისა და ისრაელის ელჩებს შეხვდება, რათა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება განიხილოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ვაშინგტონში ლიბანისა და ისრაელის ელჩებს შეხვდება, რათა ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება განიხილოს. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს. როგორც რამდენიმე წყარომ გამოცემას უამბო, შეხვედრა ისრაელსა და დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისა და ისრაელის მიერ ლიბანში შეჭრის ფონზე გაიმართება. მხარეები ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის, „ჰეზბოლას“ სრული განიარაღებისა და ისრაელსა და ლიბანს

წაკითხვა
უცხოეთი

Financial Times: ვენსმა ტრამპის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების რეალიზაციის საქმეში წარმატებას ვერ მიაღწია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ირანსა და უნგრეთთან გამართული წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ვაშინგტონში „ცარიელი ხელებით“ დაბრუნდა. სტატიას ამ შინაარსით Financial Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ირანთან 21-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ვენსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა და თეირანმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე ვენსი უნგრეთში იყო ჩასული, რათა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისთვის მხარი დაეჭირა. აღნიშნული მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა. ორმაგი

წაკითხვა