ზელენსკი: ახლო აღმოსავლეთში სამ დღეში Patriot-ის იმაზე მეტი რაოდენობის რაკეტა გაისროლეს, რაც უკრაინას 2022 წლიდან გადასცეს. უკრაინას არასდროს ჰქონია რაკეტების ასეთი რაოდენობა, რათა თავდასხმები მოეგერიებინა
ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ სამ დღეში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა Patriot-ის 800-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს, რაც იმაზე მეტია, რაც უკრაინამ რუსეთის შეჭრიდან დღემდე მიიღო, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „უკრაინას არასდროს ჰქონია რაკეტების ასეთი რაოდენობა, რათა თავდასხმები მოეგერიებინა. მხოლოდ უკანასკნელ სამ დღეში 800-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, როცა უკრაინა 2022 წელს პირველად გადაეყარა ირანულ დრონებს,