უცხოეთი

უცხოეთი
უცხოეთი

მედია: ნახიჩევანის აეროპორტზე ირანული დრონის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა

აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტზე ირანული დრონების ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ორი დაშავებულის შესახებ. მედიის ცნობით, ყველა დაშავებული ნახიჩევანის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ორ დაშავებულს ბაროტრავმა აღენიშნება, ხოლო დანარჩენ ორს – ზურგის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის

წაკითხვა
უცხოეთი

უნგრეთი მოსალოდნელი ტერორისტული საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპაში მოსალოდნელია ახლო აღმოსავლეთიდან შემოსული ტერორისტული ქსელების გააქტიურება, რის გამოც მან კონტრტერორისტულ უწყებებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრება უბრძანა. როგორც ორბანმა აღნიშნა, მან დღეს დილით კონტრტერორისტული საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში შეხვედრა ჩაატარა და შესაბამისი მითითებები გასცა. „დილა დავიწყეთ კონტრტერორისტული საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრით, რადგან ომს ახლო აღმოსავლეთში პირდაპირი გავლენა აქვს უნგრეთის უსაფრთხოებაზე. მოვიწვიე უწყებების ხელმძღვანელები,

წაკითხვა
მნიშვნელოვანი უცხოეთი

პიტ ჰეგსეთი: ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ, იმდენ დროს გამოვიყენებთ, რამდენიც საჭირო იქნება – ამერიკა ირანში იმარჯვებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა, ირანთან მიმართებით საუბრისას, პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკა ირანში იმარჯვებს. ჰეგსეთის თქმით, ირანის საჰაერო სივრცეზე სრული კონტროლი რამდენიმე დღეში დამყარდება. „ჯერ მხოლოდ მეოთხე დღეა. ჩვენ ახლა დავიწყეთ მათი შესაძლებლობების ჩამოშლა და განადგურება. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ საჭირო დროს დავუთმობთ იმას, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, მსოფლიოში ორ

წაკითხვა
უცხოეთი

Oc-media: კონფლიქტის ფონზე, ირანის საზღვარზე აზერბაიჯანული სამხედროები განლაგდნენ

დამოუკიდებელი მედიასაშუალება „ყაზეტჩი“ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აზერბაიჯანის ჯარები საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილი და ირანის საზღვარზე განლაგებულნი. ეს ნაბიჯი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის მეოთხე დღეს ემთხვევა, რომელშიც რეგიონის ქვეყნებიც არიან ჩათრეულნი. „ყაზეტჩისთვის“ ანონიმური წყაროებიდან დადასტურებული ინფორმაციის თანახმად , „თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური და შინაგან საქმეთა და საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მაღალი მზადყოფნის რეჟიმში გადავიდნენ“. თავდაცვის სამინისტრომ არც დაადასტურა და

წაკითხვა
უცხოეთი

ილჰამ ალიევმა აიათოლა ალი ხამენეისა და მოქალაქეთა დაღუპვის გამო აზერბაიჯანში ირანის ელჩს მიუსამძიმრა – „ყოველთვის საუკეთესო შთაბეჭდილებებით გავიხსენებ აიათოლა ხამენეისთან შეხვედრებს“

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ირანის საელჩოში იმყოფებოდა და სამძიმარი გამოთქვა ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ილჰამ ალიევი აზერბაიჯანში ირანის ელჩს, მუჯათაბ დემირჩილუს შეხვდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ირანის ელჩთან საუბრისას განაცხადა,

წაკითხვა
უცხოეთი

მაკრონი: აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს წამოიწყონ სამხედრო ოპერაციები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ხორციელდება

აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს წამოიწყონ სამხედრო ოპერაციები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ხორციელდება, რასაც ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს. „თუმცა, ფაქტია, რომ ისტორია არასოდეს დასტირის საკუთარი ხალხის ჯალათებს. არავის დააკლდება ისინი“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა. „გერმანიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ დარტყმების

წაკითხვა
უცხოეთი

ორი მაღალჩინოსნის ურთიერთობა კონფლიქტის ზღვარზეა – Politico ფონ დერ ლაიენსა და კაია კალასს შორის მორიგ დაპირისპირებაზე წერს. კონფლიქტის მიზეზი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე გავლენისთვის ბრძოლაა

ფონ დერ ლაიენი, კალასი და გავლენის სფეროებისთვის გაჩაღებული ევროკავშირის მზარდი საგარეო ომი – სტატიას ამ სათაურით გამოცემა Politico ავრცელებს. გამოცემა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკომისარს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასს შორის მორიგ დაპირისპირებაზე წერს. Politico-ს განმარტებით, კონფლიქტის მიზეზი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე გავლენისთვის ბრძოლაა. გამოცემის ცნობით, ირანის კრიზისზე ევროკომისიის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ერთმანეთისგან

წაკითხვა
ეკონომიკა უცხოეთი

სომხეთის რკინიგზის მართვის საკითხი ამჟამად რუსულ მხარესთან განიხილება

სომხეთის რკინიგზის მართვის საკითხი ამჟამად რუსულ მხარესთან განიხილება, – ამის შესახებ სამშაბათს, ეროვნული კრების (ეროვნული კრების) სპიკერმა ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ [სომხეთი] ველით პასუხს რაც შეიძლება მალე. პროექტი უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ განვიხილოთ და მოვაგვაროთ ეს საკითხი“, – დასძინა სიმონიანმა. მისი თქმით, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ამ მხრივ გარკვეულ

წაკითხვა
უცხოეთი

ვიქტორ ორბანი: ახლო აღმოსავლეთში ომი მზარდ რისკებს იწვევს, ხანგრძლივმა კონფლიქტმა, შესაძლოა, მასობრივი მიგრაციის ახალი ტალღები გამოიწვიოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება ახალ რისკებს ქმნის. „ახლო აღმოსავლეთში ომი მზარდ რისკებს იწვევს. ხანგრძლივმა კონფლიქტმა, შესაძლოა, მასობრივი მიგრაციის ახალი ტალღები გამოიწვიოს, რომლებიც ირანიდან თურქეთში, ბალკანეთის გავლით ჩვენს საზღვარზე გადმოვა. ამავდროულად, კატარიდან თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება შეჩერებულია და ენერგიაზე ფასები იზრდება. ეს არის გამოცდის დრო. უნგრეთი უნდა მოემზადოს და დარწმუნდეს, რომ

წაკითხვა
უცხოეთი

პიტ ჰეგსეთის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ომი ერაყის ომს არ შეიძლება შეედაროს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი ერაყის ომს არ შეიძლება შეედაროს და დასძინა, რომ შეერთებული შტატები არ მოხვდება იმავე სახელმწიფოებრივი მშენებლობის ჭაობში, რომელშიც ორი ათწლეულის წინ აღმოჩნდა. „ეს ერაყი არ არის. ეს დაუსრულებელი არ არის. მე ორივესთვის იქ ვიყავი. ჩვენმა თაობამ უკეთ იცის და ამ პრეზიდენტმაც. მან სახელმწიფოებრივი მშენებლობის ბოლო 20 წლის

წაკითხვა