უცხოეთი

უცხოეთი
უცხოეთი

მელონიმ რომის პაპის კრიტიკის გამო ტრამპი დაგმო

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომის პაპზე ლეო მე-XIV-ზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ჯორჯია მელონიმ განაცხადა, ტრამპის კრიტიკა პონტიფიკოსის მიმართ მიუღებელია. „ჩემთვის პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები წმინდა მამის შესახებ მიუღებელია. პაპი კათოლიკური ეკლესიის მეთაურია და მისთვის სწორია და ნორმალური, მოუწოდოს ყველას მშვიდობისკენ და ომის ნებისმიერი ფორმა დაგმოს“, – განაცხადა

წაკითხვა
უცხოეთი

AXIOS: შეერთებულმა შტატებმა ირანს ურანის გამდიდრებაზე 20-წლიანი მორატორიუმის დაწესებაზე თანხმობა მოსთხოვა

პაკისტანში გამართულ მოლაპარაკებებზე შეერთებულმა შტატებმა ირანს ურანის გამდიდრებაზე 20-წლიანი მორატორიუმის დაწესებაზე თანხმობა მოსთხოვა. ინფორმაციას AXIOS-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.  გამოცემის ცნობით, შეერთებულ შტატებს ასევე სურდა, ირანს ქვეყნიდან გაეტანა გამდიდრებული ურანი, რაზეც თეირანმა უარი თქვა.  გამოცემა აღნიშნავს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული უთანხმოება, მოლაპარაკებებში კვლავ მთავარ დაბრკოლებად რჩება.

წაკითხვა
უცხოეთი

პეტერ მადიარი: ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან. მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში – მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას

vცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან, – განცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.მისივე თქმით, იგი მოუთმენლად ელის საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას.„ის ფაქტი, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობას ბალკანეთის ქვეყნებთან ან სხვა სახელმწიფოებთან ძლიერი ურთიერთობა ჰქონდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლები ურთიერთობა გვექნება ამ ქვეყნებთან. თუმცა, თუ უნგრეთს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ვინმესთან, ჩვენ ვეცდებით, ეს გავაუმჯობესოთ.მე მოხარული ვიქნები, რომ

წაკითხვა
უცხოეთი

პეტერ მადიარი: როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ევროპა სანქციებს მაშინვე გააუქმებს – ნედლეულის მაღალ ფასებში ყიდვა ევროკავშირის ინტერესებში არ შედის, როდესაც მეზობლად რუსეთის ფედერაციაა

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს რუსული ნავთობის შეძენას, თუმცა, ამავდროულად, შეეცდება ენერგოპროდუქტების შესყიდვების დივერსიფიცირებას. უნგრეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვის კონტექსტში, მადიარმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობა „ყველაფერს გააკეთებს ენერგეტიკული ბალანსისა და ენერგიის შესყიდვების დივერსიფიცირებისთვის“. „პირველ რიგში, ეს ჩვენ უსაფრთხოებას გვანიჭებს, ენერგეტიკული უსაფრთხოება კი უნგრეთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. მეორეც, სწორედ ასეა შესაძლებელი ნავთობისა

წაკითხვა
უცხოეთი

პეტერ მადიარი: ჩვენი სახელმწიფო არ აპირებს არცერთი უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. მოვუწოდებ ყველა უცხოურ სახელმწიფოს, რომ შეხედონ უნგრეთს, როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ, სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პეტერ მადიარმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, უნგრეთი არ აპირებს არცერთი უცხო სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას. მან ასევე ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, შეხედონ უნგრეთს როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს.  „ტისას“ მთავრობა იქნება თითოეული უნგრელის წარმომადგენელი, მათ შორის მათი, ვინც ხმა არ მოგვცა. უნგრელებმა ხმა მისცეს არა მხოლოდ მთავრობის ცვლილებას, არამედ

წაკითხვა
უცხოეთი

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები €22 მილიარდზე მეტით გაიზარდა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ირანში მიმდინარე აშშ-ისრაელის ომის ფინანსურ შედეგებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ომის დაწყებიდან 44 დღის განმავლობაში, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები 22 მილიარდ ევროზე მეტით გაიზარდა, მაშინ როდესაც ევროკავშირს „ერთი მოლეკულით“ მეტი ენერგორესურსიც კი არ მიუღია. „ჩვენ ძალიან ძვირს ვიხდით წიაღისეულ სათბობზე გადაჭარბებული დამოკიდებულების გამო“, – აღნიშნა მან. ფონ დერ ლაიენმა დასძინა,

წაკითხვა
უცხოეთი

Politico: მადიარის გამარჯვება უკრაინისთვის ძალიან მომგებიანი შესაძლოა სულაც არ იყოს

Politico წერს, რომ უნგრეთში პეტერ მადიარის გამარჯვება უკრაინისთვის ძალიან მომგებიანი შესაძლოა სულაც არ იყოს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მადიარს ბრიუსელთან კარგი ურთიერთობა სურს და დიდი ალბათობით, კიევისთვის ევროკავშირის 90 მილიარდ ევროიან სესხს ბლოკს მოხსნის. თუმცა, სტატიაში ხაზგასმულია, რომ უნგრეთის ახლად არჩეული ლიდერი უკრაინისთვის უნგრული იარაღისა თუ ნაღდი ფულის გაგზავნას ეწინააღმდეგება. მადიარი არც უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებას

წაკითხვა
უცხოეთი

პესკოვის განცხადებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს

კრემლში მოისმინეს ბუდაპეშტიდან გაჟღერებული განცხადებები დიალოგის გაგრძელების მზადყოფნის შესახებ, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია უნგრეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებით, ისევე როგორც ევროპის ყველა სხვა ქვეყანასთან. მანამდე უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „ტისას“ ლიდერმა პეტერ მადიარმა რუსეთთან

წაკითხვა
უცხოეთი

Euronews: კვლევის თანახმად, ფრიდრიხ მერცი მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული ლიდერია

გამოკითხვების თანახმად, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი 24 დემოკრატიულ ქვეყანას შორის ყველაზე არაპოპულარული ლიდერია. რეიტინგში ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნარენდრა მოდის, ლი ჯე-მიონსა და ანდრეი ბაბიშს. აშშ-ში ბაზირებული კვლევითი ინსტიტუტის, Morning Consult-ის მონაცემებით, მერცს მსოფლიოს 24 არჩეულ ლიდერს შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს – გერმანელების მხოლოდ 19% ამბობს, რომ მისი მუშაობით კმაყოფილია. რეიტინგის ბოლო პოზიციებზეა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ

წაკითხვა
უცხოეთი

პედრო სანჩესი: ჩვენ გვჭირდება ჩინეთის გახსნა, რათა ევროპას საკუთარი თავის დახურვა არ მოუწიოს – ჩვენი სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან გასულ წელს 18%-ით გაიზარდა. ეს არამდგრადია

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, ჩინეთში მისი ოფიციალური ვიზიტის დროს, სიტყვით გამოსვლისას ევროპის ბაზრის ღიაობაზე და მის მზარდ სავაჭრო დეფიციტზე ჩინეთთან გაამახვილა ყურადღება. ასევე, ჩინეთისთვის მკაფიო გზავნილო გააჟღერა, რომ მათაც უნდა გახსნან საკუთარი ბაზარი. მანვე აღნიშნა, რომ დეფიციტი წინა წელს 18%-ით გაიზარდა, რაც საზოგადოებისთვის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადია. „ჩინეთმაც იგივე უნდა გააკეთოს – გაიხსნას, რათა ევროპას არ

წაკითხვა