უცხოეთი

უცხოეთი
უცხოეთი

The New York Times: ირანმა პაკისტანის წინადადება ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიიღო

ირანმა პაკისტანის წინადადება ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს. გადაწყვეტილება მოჰყვა პაკისტანის აქტიურ დიპლომატიურ ძალისხმევასა და თეირანის მთავარი მოკავშირის, ჩინეთის ჩარევას. პეკინმა ირანს მოქნილობის გამოჩენისა და დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა. სამი ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღებისას გადამწყვეტი როლი ითამაშა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კოლაფსმა და მზარდმა შეშფოთებამ ქვეყნის

წაკითხვა
უცხოეთი

CNN: ისრაელი ცეცხლის დროებით შეწყვეტას დათანხმდა

ისრაელი შეუერთდა ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა. პრეზიდენტი ირანს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური სამხედრო იერიშებით ემუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუ თეირანი სრუტეს არ გახსნიდა. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა, რომ ისრაელი დათანხმდა საჰაერო დაბომბვების კამპანიის შეჩერებას მანამ, სანამ მოლაპარაკებები გრძელდება.

წაკითხვა
უცხოეთი

Toyota-მ რუსეთში ახალი სავაჭრო ნიშანი – “Lexus LBX” დაარეგისტრირა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota-მ, რომელმაც 2022 წელს რუსეთში წარმოება შეწყვიტა, სავაჭრო ნიშანი Lexus LBX რუსეთში დაარეგისტრირა. ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე „როსპატენტის“ ბაზაზე დაყრდნობით, რუსული მედია ავრცელებს. დოკუმენტების თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის განაცხადი უწყებაში 2025 წლის თებერვალში შევიდა. მიმდინარე წლის აპრილში კი, სააგენტომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო რეგისტრაციის შესახებ. Lexus LBX ბრენდის ქვეშ, კომპანიას შესაძლებლობა ექნება, რუსეთში გაყიდოს ქროსოვერ-ჯიპები,

წაკითხვა
უცხოეთი

მედია: Dior-მა რუსეთში ორი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა

მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოდის სახლმა, Christian Dior-მა რუსეთში ორი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დოკუმენტების თანახმად, განაცხადები უწყებაში 2024 წლის აგვისტოში შევიდა, განმცხადებლად მითითებულია კომპანია „კრისტიან დიორ კუტიურ“. მიმდინარე წლის აპრილში კი „როსპატენტმა“ რეგისტრაციის გადაწყვეტილება მიიღო. სავაჭრო ნიშნების ქვეშ, რომლებიც Dior-ის სახელის სხვადასხვა ვარიანტის გამოსახულებებს მოიცავს, კომპანიას რუსეთში შეეძლება გაყიდოს სათვალე, აქსესუარები, სამკაულები, ტყავის

წაკითხვა
უცხოეთი

მედია: Hyundai HD-ს რუსეთში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია სურს

Hyundai HD-ს რუსეთში ელექტრონული ტექნიკის გაყიდვისთვის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია სურს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დოკუმენტების მიხედვით, განაცხადი უწყებაში 27 მარტს შევიდა. განმცხადებლად კი მითითებულია კომპანია Hyundai HD. Hyundai-ის სასაქონლო ნიშნის წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში, კომპანიას რუსეთში შეეძლება ტელევიზორების, მობილური ტელეფონების, ვიდეომაგნიტოფონების, აუდიოდინამიკების და სხვა მოწყობილობების წარმოება და გაყიდვა.

წაკითხვა
უცხოეთი

Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა – განაცხადები YouTube-ის, YouTube Shorts-ის და YouTube Music-ის ლოგოებსა და სახელებს მოიცავს

ამერიკულმა კორპორაცია Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა – ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. განაცხადები YouTube-ის, YouTube Shorts-ის და YouTube Music-ის ლოგოებსა და სახელებს მოიცავს. კომპანიას ასევე სურს, Google Meet-ის, Google Workspace-ის, Google Drive-ის, Google Mail-ის, Gmail-ის და Google Cloud-ის სახელებისა და ლოგოების სავაჭრო ნიშნების რეგისტრაცია. გარდა ამისა, ზოგიერთი განაცხადი ეხება Pixel ბრენდს – Google Pixel, Pixel Buds, Pixel, Google Pixel Buds. Google-ს ასევე სურს Bigtable, Firebase, Nest და Tensorflow სავაჭრო ნიშნების რეგისტრაცია. “როსპატენტის”

წაკითხვა
უცხოეთი

კაია კალასმა არ იცის, როდის გამოუყოფს ევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტსა და როდის მიიღებს სანქციების მე-20 პაკეტს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ მუშაობა სანქციების მე-20 პაკეტსა და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფაზე მიმდინარეობს, თუმცა მან არ იცის, როდის იქნება მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილებები. როგორც კალასმა კიევში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, ევროკავშირის აღნიშნული ინიციატივები გარკვეულ სირთულეების აწყდება, თუმცა ბრიუსელი მათ დაძლევაზე მუშაობს. „სანქციათა მე-20 პაკეტის მიღებისა და კრედიტის

წაკითხვა
უცხოეთი

დონალდ ტრამპი: საფრანგეთმა ისრაელისკენ მიმავალ თვითმფრინავებს თავის ტერიტორიაზე გადაფრენის უფლება არ მისცა. აშშ ამას დაიმახსოვრებს

დონალდ ტრამპმა საფრანგეთი გააკრიტიკა იმის გამო, რომ პარიზმა ამერიკულ თვითმფრინავებს ისრაელის მიმართულებით საკუთარ ტერიტორიაზე გადაფრენის უფლება არ მისცა. ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა პოსტი საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „საფრანგეთმა ისრაელისკენ მიმავალ თვითმფრინავებს, რომლებიც სამხედრო აღჭურვილობით იყო დატვირთული, თავის ტერიტორიაზე გადაფრენის უფლება არ მისცა. საფრანგეთი ძალიან უსარგებლო აღმოჩნდა „ირანის ყასბისადმი“ პატივისცემით, რომელიც წარმატებით იყო ლიკვიდირებული! აშშ ამას

წაკითხვა
უცხოეთი

დონალდ ტრამპი: მოგიწევთ ისწავლოთ საკუთარი თავისთვის ბრძოლა, აშშ აღარ იქნება იქ თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენ გვერდით

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა აშშ-ის მოკავშირეები, რომლებიც ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში არ ჩაერთნენ. მორიგი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social გამოაქვეყნა და ქვეყნებს ჰორმუზის სრუტეში მისვლის და საწვავის „აღებისკენ“ მოუწოდა. „ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ჰორმუზის სრუტის გამო ვერ იღებს საწვავს, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოს, რომელმაც უარი თქვა ირანის ხელისუფლებისთვის თავის მოკვეთის ოპერაციაში მონაწილეობაზე – თქვენთვის

წაკითხვა
უცხოეთი

ნიკოლ ფაშინიანი 1 აპრილს რუსეთს ეწვევა და ვლადიმერ პუტინს შეხვდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 1 აპრილს სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციას ეწვევა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ვიზიტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

წაკითხვა