სადღობელაშვილი მთავრობისადმი ნდობის რეიტინგზე: საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია – საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტების კვლევები კიდევ ერთხელ ადასტურებს რეალურ პროგრესს, ევროკომისიის კვლევის შედეგები მკაფიო პასუხია ნებისმიერ პოლიტიკურ სპეკულაციაზე
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, ევროკომისიის კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, მთავრობის მიმართ ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს შედეგები მკაფიო პასუხია ნებისმიერ პოლიტიკურ სპეკულაციაზე. მისი განცხადებით, კვლევის შედეგი არის როგორც ხელისუფლების ეფექტური მუშაობის დასტური, ისე ქართული საზოგადოების სიმწიფისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების მაჩვენებელი. „საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია!!!