ანტიამერიკული პროპაგანდა ოპოზიციის პროპაგანდისტული „ფორმულას“ ეთერში, პრეზიდენტ ტრამპის დაცინვა და მისი დადანაშაულება ამომრჩევლის მოსყიდვაში
რადიკალური ოპოზიციისა და მიხეილ სააკაშვილის პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებში ანტიამერიკული ნარატივების ტირაჟირება გრძელდება. ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში, წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი და სტუმარი, „ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარი გიგა ჯოხაძე ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციას და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია თავდასხმის, დაცინვის და კრიტიკის ობიექტად აქცევენ. მათ პრეზიდენტი ტრამპი ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულეს. კერძოდ, ტრამპის დაპირება თითოეული ამერიკელისთვის 5 000 დოლარის გადაცემის