პოლიტიკა

პოლიტიკა
პოლიტიკა

პრემიერი – ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით, შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა, არის სწორედ ის, რომ მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე

მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით, შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს ნიშნავს იმას, რომ შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. „გვაქვს დადებითი დინამიკა ყველა ამ მიმართულებით. განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რეფორმები სხვადასხვა სფეროში, რაც არის დაკავშირებული ეკონომიკურ

წაკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, პირველად ისტორიაში სავალუტო რეზერვებმა შეადგინა – 8.14 მილიარდი აშშ დოლარი, ქვეყნის სავალუტო რეზერვები, წინა წელთან შედარებით, 56.4 პროცენტით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი 613 მლნ აშშ დოლარით შეივსო

ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას და გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, გადააჭარბა 8 მლრდ აშშ დოლარს პირველად ისტორიაში და სავალუტო რეზერვებმა შეადგინა – 8.14 მილიარდი აშშ დოლარი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის სავალუტო რეზერვები, წინა წელთან შედარებით, 56.4 პროცენტით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით

წაკითხვა
პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულად კორტნი ოსტრიანი დაინიშნა

საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულად კორტნი ოსტრიანი დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებით, ოსტრიანი აშშ-დან საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. რაც შეეხება ემი დიაზს, რომელიც მანამდე ასრულებდა ელჩის მოვალეობას, ის საქართველოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას. „მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ აშშ-ის საელჩოში ჩამოვიდა საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი. ემი დიაზი დაუბრუნდა

წაკითხვა
პოლიტიკა

თეა წულუკიანი: საია რუსეთს სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“ განაცხადა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქმეების შეტანას რუსეთის ფედერაცია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით აორგანიზებდა. მისი თქმით, ამ პროცესში წამყვანი როლი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ეკისრა. „როდესაც მე იქ მუშაობა დავიწყე თუ წელიწადში შემოდიოდა, შევარდნაძის დროა ეს ორი ან სამი საქმე, წლებთან ერთად და

წაკითხვა
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ნორვეგიის სამეფოს ეწვევა და მისი უდიდებულესობის, მეფე ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და სამეფო ოჯახების წარმომადგენლებთან ერთად, პატივს მიაგებს ნორვეგიის გარდაცვლილი მონარქის ხსოვნას. მეფე ჰარალდ V ნორვეგიის სამეფოს 35 წლის განმავლობაში, 1991 წლიდან ხელმძღვანელობდა. მისი მმართველობის პერიოდი თანამედროვე ნორვეგიის ისტორიაში

წაკითხვა
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ზურგში დანა როგორ ჩავარტყით?! 5 მლნ დოლარი შევიტანეთ მასთან სახლში, საათები და ოქროს ზოდები დავალაგეთ, მერე ჩხრეკა მოვაწყვეთ და ეს ყველაფერი ამოვიღეთ?! – თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა

ირაკლი ღარიბაშვილმა თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა და რაც მალე გააცნობიერებს ამას, უკეთესი იქნება, – თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს ეხმაურება. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა კონკრეტული დანაშაული აღიარა და რომც არ ეღიარებინა, ჩხრეკის დროს სახლში ისეთი რაღაცები აღმოაჩნდა, რომელთა კანონიერების გამართლება ვერ შეძლო. „ზურგში

წაკითხვა
პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადესთან (R), რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანთა საქმეთა კომიტეტების წევრია. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე პოზიტიური დინამიკა განიხილეს. ყურადღება გამახვილდა გლობალურ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, სუვერენიტეტის დაცვისა და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. თამარ ტალიაშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონში საქართველოს სტრატეგიულ როლს, ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებსა და პერსპექტივებს, განსაკუთრებით „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტში. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს „პრეზიდენტ ტრამპის

წაკითხვა
პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ელჩს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან (რეზიდენციით ბაქოში), ომარ ბარაქათ ალ-ნაჰარისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და იორდანიას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. მიმოიხილეს ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. შეხვედრისას გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებზე.

წაკითხვა
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან, სიმეონ ცომოკოსთან შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ფორუმის მნიშვნელობა და მისი როლი პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ საერთაშორისო დიალოგისა და მაღალი დონის დისკუსიების ხელშეწყობის კუთხით. აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო

წაკითხვა
პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილი და სააკაშვილი, ციხეში, ერთმანეთს გადაძახილებით ეხმარებიან პოლიტიკური წერილების წერაში

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან, დაკავშირებით, რომ მან „დიდი ზიანი დიქტატურას უკვე მიაყენა“ სოციალურ ქსელში ეხმაურება. ანანიძის განცხადებით, საზოგადოებაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილი და სააკაშვილი გადაძახილებით ერთმანეთს პოლიტიკური წერილების წერაში ეხმარებიან. „იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილი და სააკაშვილი, ციხეში, ერთმანეთს გადაძახილებით ეხმარებიან პოლიტიკური წერილების წერაში,“- წერს ანანიძე.

წაკითხვა