პიტერ სოდერმანსი – საქართველო იმსახურებს, რომ ევროპის საფრენოსნო რუკაზე საპატიო ადგილი დაიკავოს
ავიაცია მიჩნეულია სფეროდ, სადაც ბევრი რეგულაციაა, ძნელია რაღაცის გაკეთება, მაგრამ საქართველოში მოხდა პირიქით. საქართველომ სხვა მიდგომა აჩვენა. საქართველოსთვის ავიაცია არის შესაძლებლობა ტურიზმისთვის, ინვესტიციებისთვის, რეგიონული განვითარებისთვის, ადამიანების დაკავშირებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საპატიო კონსულმა ლუქსემბურგში, მფრინავმა პიტერ სოდერმანსმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო იმსახურებს, რომ ევროპის საფრენოსნო რუკაზე საპატიო