ნიკოლოზ სამხარაძე: თქვენ თუ იცით, რა ოფიციალური მიზეზითაა შეჩერებული დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლა? მართლწესრიგისთვის საფრთხის შექმნა. ანუ, ქართველი დიპლომატები ევროკავშირში მართლწესრიგს უქმნიან საფრთხეს
“თქვენ თუ იცით, რა ოფიციალური მიზეზითაა შეჩერებული დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლა? მართლწესრიგისთვის საფრთხის შექმნა. ანუ, ქართველი დიპლომატები და დიპლომატიური პასპორტის მფლობელი ადამიანები ევროკავშირში მართლწესრიგს უქმნიან საფრთხეს? ეს იყო ოფიციალური მიზეზი მანამ, სანამ დაამატებდნენ პოლიტიკურ კრიტერიუმს და ეს კრიტერიუმი დაემატა მხოლოდ რამდენიმე თვის წინ,” – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ “რუსთავი 2” -ის გადაცემაში