პოლიტიკა

პოლიტიკა
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – მოვუწოდებ ყველას, ვინც გააცნობიერა სად იყვნენ 4 ოქტომბერს და რას სჩადიოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ჯანსაღი ნაბიჯები გადადგან

მოვუწოდებ ყველას, ვინც ბინძურ თამაშებში (4 ოქტომბრის მოვლენები) მონაწილეობდა და ვინც გააცნობიერა სად იყვნენ და რას სჩადიოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ბოლომდე გააცნობიერონ და ჯანსაღი ნაბიჯები გადადგან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. როგორც კირცხალია, აღნიშნა, რომ აქტივისტების …

წაკითხვა
პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით გადაღებულ ფილმზე: შეუძლებელი იქნებოდა ეს ფილმი გამოსულიყო რომ არა ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“. მათ ყველანაირი მხარდაჭერა გამოგვიხატეს და ეს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დიდი ქველმოქმედების პატარა ნაწილია, რომელიც ქართული სპორტისთვის და მთლიანად საქართველოსთვის გააჩნია

კინომცოდნე, ბაჩო ოდიშარია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით გადაღებულ, ქართულ დოკუმენტურ ფილმზე საუბრობს, რომლის ჩვენებაც 11 ივნისს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალურ ასამბლეაზე გაიმართება. ოდიშარიას თქმით, ფილმის შექმნის შთაგონებად ქართველი პარასპორტსმენების ისტორიები იქცა.მან ასევე ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ფილმის გადაღება. „ფილმის შთაგონების

წაკითხვა
პოლიტიკა

პატრიარქი შიო III

თუ ჩვენმა წმინდანებმა საბოლოოდ აირჩიეს უფალი იესო ქრისტე, ჩვენ ჯერ კიდევ ვმერყეობთ. მათ თუ მიაღწიეს მიზანს, ჩვენ ჯერ კიდევ გზაში ვართ და მივდივართ. წმინდანები უკვე აღდგნენ საბოლოო, სრული აღდგომით, ჩვენ კი ამ გზაზე ხან ავდგებით, ხან ვეცემით, მერე ისევ ავდგებით, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა,

წაკითხვა
პოლიტიკა

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული ოპოზიციური პარტიის ექვსი წევრის მიმართ დაკავების ორდერი გაიცა

სომხეთში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციური პარტიის, „ძლიერი სომხეთის“ ექვსი წევრი მიმართ დაკავების ორდერი გაიცა. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით იტყობინება. უწყების ცნობით, გადაწყვეტილება რამდენიმე პირის მატერიალურ წახალისებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის …

წაკითხვა
პოლიტიკა

ანა წითლიძე: ყოჩაღ გვარამიას, ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ “ჩერგოდ” მომგვევლინა. კარგად მახსოვს, გვარამია როგორ ამბობდა ხოლმე: „ჩერგო რომ ვინმეს იცავს, ეს უკვე დიაგნოზიაო” – და ახლა რა ჰგონია ნეტავ?

ღალატი მხოლოდ წასვლა არ არის. ღალატი მაშინ არის, როდესაც თანამებრძოლს ყველაზე მძიმე მომენტში ტოვებ, მის პოლიტიკურ კაპიტალს იყენებ, მის მხარდამჭერებზე პრეტენზიას აცხადებ და შემდეგ მათივე ხარჯზე საკუთარ პოლიტიკურ პროექტს აშენებ, – წერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე, პარტია “ახალის” ლიდერის, ნიკა გვარამიას შესახებ. როგორც წითლიძე აცხადებს, ბევრის მთქმელია, რომ ნიკა გვარამიას “ნაცებისგან” თამარ ჩერგოლეიშვილი იცავს,

წაკითხვა
პოლიტიკა

ნიკა ობოლაძე ჩერგოლეიშვილზე: ამბობს, რომ სანამ ბანდერლოგებს არ დაამარცხებს მანამდე ბიძინა არ დამარცხდება, ანუ, „ცხრიანს“ რომ კარგად ემუშავა, ბიძინას დარჩენის გარანტია იყო ცხრიანი? ასე უყურებს ქალბატონი თამარი მის პროექტს? – საქმე ისაა, რომ ქალბატონი თამარი სულ იტყუება

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ-პოსტს აფასებს, სადაც ანა წითლიძეს და ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებს აკრიტიკებს. როგორც ნიკა ობოლაძე წერს, ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ მის მიერვე შექმნილ ალტერნატივაში „ბანდერლოგები“ არიან და მათ დამარცხებამდე ბიძინა ივანიშვილიც არ დამარცხდება. ობოლაძე ინტერესდება, ჩერგოლეიშვილის შექმნილ „ცხრიანს“ რომ კარგად ემუშავა, იყო თუ არა ეს

წაკითხვა
პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის გუნდზე: სანამ ამ ადამიანის მოდგმის და ადამიანის განვითარების მტრებს, ამ ჭიაღუებს არ გადაჭლეტს წინააღმდეგობა, იმ ძალას ვერ შეიძენს რაც ბიძინას წაქცევას სჭირდება – სააკაშვილის ნასროლ განავალში უნდა დაიხრჩონ

მეგობრებო – ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი, – ასე ეხიანება “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ამავე ალიანსში შემავალი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანა წითლიძის განცხადებას, რომელმაც ნიკა გვარამიას სააკაშვილის რესურსის გამოყენებაში დასდო ბრალი. ჩერგოლეიშვილის განცხადებით, წითლიძე და მისი თანამოაზრეები “ადამიანის განვითარების მტრები” და “ჭიაღუები” არიან, რომლებიც “სააკაშვილის ნასროლ განავალში უნდა დაიხრჩონ.” “ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანს, როგორც ასეთს,

წაკითხვა
პოლიტიკა

შალვა ხაჭაპურიძე: წინა ხელისუფლების დროს მქონდა 18 გამამართლებელი განაჩენი. ახლა, ცალსახად უფრო მეტია. მაშინ გამამართლებელი განაჩენი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყო

წინა ხელისუფლების დროს მქონდა 18 გამამართლებელი განაჩენი. არცერთ ადვოკატს ამდენი გამამართლებელი არ ჰქონია- ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ იუთუბ არხზე -„სამართლის ექსპერტი“ ადვოკატის როლზე, გახმაურებული საქმეებზე და ქართულ მართლმსაჯულებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს რამდენიმე გამამართლებელი განაჩენი ჰქონდა ეკა ბესელიას, შალვა შავგულიძეს და რამდენიმე ადვოკატს. კითხვაზე, რამდენად შეიცვალა სტატისტიკა, ხაჭაპურიძე ამბობს, რომ

წაკითხვა
პოლიტიკა

მარჩინ როსოლოვსკი: საქართველო პოლონეთისთვის უნდა იყოს პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობის შენარჩუნებაა საჭირო და არა ქვეყანა, რომელსაც უსაფრთხო დისტანციიდან უნდა არიგებდნენ ჭკუას. კავკასია ზედმეტად მნიშვნელოვანი რეგიონია იმისთვის, რომ ვარშავამ იქ საკუთარ ხმაზე უარი თქვას

სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი მარჩინ როსოლოვსკი სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია პოლონეთისთვის საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. რაც შეეხება, საქართველოს მიმართ პოლიტიკას, როგორც პოლონეთის დამოუკიდებლობის ტესტს, როსოლოვსკის აზრით, პოლონეთმა საქართველო უნდა დაინახოს როგორც სტრატეგიული პარტნიორი და არა როგორც ქვეყანა, რომელსაც ზემოდან უნდა უყუროს და ჭკუა ასწავლოს. მისივე თქმით, საქართველოს იზოლაცია მას ევროპულს კი არ გახდის, არამედ

წაკითხვა
პოლიტიკა

მარჩინ როსოლოვსკი: შეიძლება განსხვავებული დამოკიდებულება არსებობდეს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ პოლონეთისთვის ტრადიციულად უკრაინაზე უფრო ახლო ქვეყანა პოტენციური მოკავშირეების სიიდან ამოირიცხოს

მარჩინ როსოლოვსკი, სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ერთი თავი ეთმობა საკითხს- „თავმდაბლობა უკრაინის მიმართ, სიმკაცრე საქართველოს მიმართ“. ის ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს და ამბობს, რომ უკრაინის მიმართ პოლონეთი უკიდურეს მოთმინებასა და რბილ პოლიტიკას იჩენს, თვალს ხუჭავს კიევის მხრიდან გამოვლენილ უპატივცემულობაზე თუ კორუფციაზე. თუმცა, საქართველოს მიმართ ეს მოთმინება სადღაც ქრება და ვარშავა მყისიერად გადადის

წაკითხვა