ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს დელეგაცია არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოსა და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები
საქართველოს დელეგაცია მოგეხსენებათ, რომ არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოს და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ვილნიუსში იმყოფება. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, სესიაზე განხილვის მთავარ საკითხებს შორის იყო