მირდატ ქამადაძე: უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს” და მის პოლიტსაბჭოს – ჩვენ „ნაცმოძრაობიდან” იმიტომ წამოვედით, რომ გვეგონა შესაძლებელი იყო მართლა ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნა, სამწუხაროდ, რაც ახალი უნდა ყოფილიყო, არც თუ ისე კარგად დავიწყებული ძველი აღმოჩნდა
დღეს უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს” და მის პოლიტსაბჭოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მირდატ ქამადაძე, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, „გირაოს არ გადავიხდით” კამპანიის გარშემო მომხდარი არასამართლიანია, ვინაიდან, საბოლოოდ გამოვიდა, რომ კამპანიის თითქმის ყველა მონაწილე გარეთ აღმოჩნდა, ბევრმა გირაოც გადაიხადა, ნაწილი კი ბევრად მძიმე ფასს იხდის. როგორც ქამადაძე აღნიშნავს, „ნაცმოძრაობიდან” წამოსვლის მიზეზი ახალი პოლიტიკური