მიხეილ სარჯველაძე – დიუშენის სინდრომის სამკურნალო ორი ახალი პრეპარატის, „ჯივინოსტატისა“ და „ვამოროლონის“ დანერგვა მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის
„ვამოროლონთან“ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, დარჩენილია მხოლოდ ხელმოწერილი ეგზემპლარების გაცვლა, რის შემდეგაც ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობა, რათა მედიკამენტი ხელმისაწვდომი გახდეს პაციენტებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ჯივინოსტატისა“ და „ვამოროლონის“ დანერგვა მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის. „მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ დასრულდა მოლაპარაკებები დიუშენის კუნთოვანი ატროფიის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის კიდევ ერთი მედიკამენტზე.