ნიკოლოზ მეტრეველი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების აღიარებაზე: პუჩისტების დღევანდელი აღიარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, ხმაურიანი განცხადებები შეიძლება გარკვეული დროით დომინირებდეს საინფორმაციო სივრცეში, მაგრამ საბოლოოდ სიმართლე მაინც ფაქტებით დგინდება
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების აღიარებას და მონანიებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მძიმე ბრალდებების დროს მნიშვნელოვანია, რომ შეფასებები ეფუძნებოდეს რეალურ გარემოებებს და არა წინასწარ შექმნილ პოლიტიკურ ნარატივებს. ანალიტიკოსის თქმით, პასუხისმგებლიანი პოზიცია ნიშნავს მტკიცებულებების შეფასებას, სამართლებრივი პროცესის პატივისცემას და საბოლოო დასკვნების მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთებას. „ფაქტია, განსაკუთრებით მძიმე ბრალდებების დროს დაუშვებელია საზოგადოებრივი აზრის მხოლოდ