ცოტნე ანანიძე გვარამიას მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგზე: ან ვირტუალურ სამყაროში არიან, ან განზრახ ქმნიან – იქნებ, ვინმემ დაიჯეროს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგების ფოტოს, რომელიც, გვარამიას მტკიცებით, “ქართული ოცნების” შიდა კვლევის მონაცემების ამსახველია, სოციალურ ქსელში ეხმიანება. ანანიძის შეფასებით, ოპოზიცია ან ვირტუალურ სამყაროშია, ან განზრახ ახორციელებენ ამგვარ ქმედებას, იქნებ, ვინმემ დაიჯეროს. “აქ, ორიდან ერთი, რეალობაა:ან ვირტუალურ სამყაროში არიან, ან განზრახ ქმნიან