ირაკლი კობახიძე: ძალიან რთული წლები გამოვიარეთ. თუმცა, ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი იმ მიღწევებში, რაც ჩვენს გუნდს და ქვეყანას აქვს. სწორედ მისი გამორჩეული სიბრძნის და გათვლების წყალობით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა
„ჩვენ ჩვენი ერთიანობით ვახერხებთ ჩვენს ქვეყანაზე წარმატებით ზრუნვას. ჩვენი გუნდი არის წარმატებული და ჩვენი გუნდის წარმატებას მოაქვს წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის. რომ არა ერთიანობა და ჩვენი ერთად დგომა, რა თქმა უნდა, ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა და არ შედგებოდა. ამისთვის თითოეულ თქვენგანს მადლობა გეკუთვნით“-ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ გუნდის წევრებს. მან ამის შესახებ აჭარის ავტონომიური