ტომაშ ფროელიხი პეტერ ფიშერზე: ამ კაცს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ვფიქრობ, ზოგადად ცუდად მუშაობს – მან პატივი უნდა სცეს ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს სუვერენიტეტს. ვფიქრობ, ის ძალიან ცუდი ელჩია და უნდა გადადგეს
ამ კაცს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ვფიქრობ, ზოგადად ცუდად მუშაობს. როგორც ელჩი, ის არ უნდა აკეთებდეს კომენტარს გერმანიაში ფედერალური მიწის არჩევნებზე. ის ყურადღებას უნდა უთმობდეს საქართველოში გერმანიისა და გერმანელი ხალხის წარმომადგენლობაზე. იგი საპირისპიროს აკეთებს, – განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიხმა. მან ამგვარად შეაფასა საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის პოსტი, სადაც ის ბადენ-ვიურტემბერგის