პოლიტიკა

პოლიტიკა
პოლიტიკა

მაიკ ბენცი ქართველ რადიკალებზე: ჩვენ პირდაპირ განვათავსეთ ჩვენი დაქირავებული ხალხი. ისინი იქ იმისთვის გავგზავნეთ, რათა შეეჩერებინათ კანონი, რომელიც ქართულ საზოგადოებას გააგებინებდა, რომ ჩვენ მათ ვასპონსორებთ

ჩვენ პირდაპირ განვათავსეთ ჩვენი დაქირავებული ხალხი. ისინი იქ იმისთვის გავგზავნეთ, რათა შეეჩერებინათ კანონი, რომელიც ქართულ საზოგადოებას გააგებინებდა, რომ ჩვენ მათ ვასპონსორებთ, – აცხადებს კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, მაიკ ბენცი, რომელიც საქართველოში 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის კანონთან“ დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებზე საუბრობს. „არა, ჩვენ პირდაპირ განვათავსეთ ჩვენი დაქირავებული ხალხი. ხალხი, ვინც ქუჩაში

წაკითხვა
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: მოგიწოდებთ, პოპულიზმს თავი დაანებოთ, პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარეშე დავრჩეთ ქვეყანაში? პენსიონერებს გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობა აქვთ, ვიდრე თქვენს გუნდს

„მოგიწოდებთ, პოპულიზმს თავი დაანებოთ და როდესაც ასეთ სენსიტიურ საკითხზე ვსაუბრობთ, თან მოაყოლოთ რაღაც ტიპის დაზღვევა. როდესაც ჰაერზე ლაპარაკობთ 250 ათას ადამიანზე, რომ დავაწესოთ ქვედა ზღვარი, დაეწიოთ ხელფასი, ძალიან კარგია. ვისურვებდით, რომ ორჯერ დიდი ხელფასი ჰქონდეთ, მაგრამ ვხედავთ რისკს, რომ აქედან შეიძლება თუნდაც ნახევარი უმუშევარი დარჩეს“, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან

წაკითხვა
პოლიტიკა

მიხაილ გალუზინი – მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად

განწყობილი ვართ განვავითაროთ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობები საქართველოსთან, ჩვენი კავშირები ბუნებრივია და არა რუსეთის მიერ ხელოვნურად თავსმოხვეული, როგორც ამის წარმოჩენას დასავლეთი ცდილობს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, როდესაც დაუსვეს შეკითხვა, როგორ შეაფასებდა მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ამჟამინდელ პერსპექტივებს და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას. „როგორც დრომ აჩვენა, ევროკავშირსა

წაკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – თუ კონკრეტული პირების ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, ამ შემთხვევაში უნდა იმოქმედოს კანონმდებლობამ

რუსეთის გარდა კიდევ ოთხი საერთაშორისო სუბიექტია, რომელიც არ აღიარებს ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას და ასევე არიან ქვეყნის შიგნით ექსტრემისტული ძალები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას. ერთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ოკუპაციის შესახებ კანონი და ახლა მიიღება მეორე კანონი, რომელიც დაუპირისპირდება კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟსა და ექსტრემიზმს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო

წაკითხვა
პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: ყველაზე დიდი აჟიოტაჟი და წუხილი ოპონენტებისა გამომდინარეობს იქიდან, რომ მათი მთავარი პროპაგანდისტული თეზა ინგრევა, თითქოს საქართველოს არავინ ელაპარაკება, თითქოს საქართველოს ხელისუფლება იზოლაციაშია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერი გიორგი გაბუნია გამოეხმაურა. გაბუნიას თქმით, ყველაზე დიდი აჟიოტაჟი და წუხილი ოპონენტებისა გამომდინარეობს იქიდან, რომ მათი მთავარი პროპაგანდისტული თეზა ინგრევა, თითქოს საქართველოს არავინ ელაპარაკება, თითქოს საქართველოს ხელისუფლება იზოლაციაშია. „რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ

წაკითხვა
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: მთავარია, ახალგაზრდამ იცოდეს, სადაა მოთხოვნა. კარგად ვიცით, ბაზარზე არაა იურისტსა და ეკონომისტზე მოთხოვნა, მაგრამ გვაქვს აგრონომიის, გეოლოგიისა და სხვა ტექნიკური მიმართულებების სპეციალისტების ნაკლებობა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ისაუბრა განათლების რეფორმაზე. დეპუტატმა თქვა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქციები უსაფუძვლოა. მან ხაზი გაუსვა, პედაგოგიური მიმართულების მნიშვნელობას და აღნიშნა ისიც, რომ ბაზარზე სერიოზული მოთხოვნაა ტექნიკური მიმართულებების სპეციალისტებზე. „აგრონომის, ვეტერინარისა და სხვა ძალიან ბევრ პროფესიაზე მაღალი მოთხოვნაა და ანაზღაურებაც დიდია. ჩვენ ვსაუბრობთ ფერმერობის განვითარებაზე. ამ ფერმერებს ვეტერინარი ხომ სჭირდებათ,

წაკითხვა
პოლიტიკა

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, „თუ მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტზე მეტი დეტალი გახმაურდება, ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს ჯანმრთელობა შეერყევათ”

ოპოზიციის დღის წესრიგი არის, რომ ყველაფერთან დაკავშირებით ბუნდოვანება შემოიტანონ და საზოგადოება კიდევ უფრო დააბნიონ, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აშშ-ში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე. მან აღნიშნა, რომ ვიზიტის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადებები სრულიად საკმარისია. „განცხადება

წაკითხვა
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ეროვნული ინტერესები პირად წყენაზე მაღლა უნდა იდგეს, ბატონმა პეტერმა 30-წლიანი სანიმუშო პარტნიორობა სამ წელიწადში რომ დაანგრია, ამ მარტივი ჭეშმარიტების ვერ გააზრების ნიშანია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს. „სხვათა შორის, ორიოდე კვირის წინ 50 წელი შემისრულდა. ნიშანდობლივია, რომ მის ვრცელ ინტერვიუში, ბატონი პეტერი, არც ერთხელ არ ახსენებს ჩემს თანამდებობას და მხოლოდ გვარით მომიხსენიებს. როგორც ჩანს, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარეობასთან ერთად, არც

წაკითხვა
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში

2026 წლის 13-15 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენციაში. კონფერენციის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

წაკითხვა
პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: თბილისთან სულ სხვა ტიპის ურთიერთობები აქვს დღეს აშშ-ს, რაც დაკავშირებულია როგორც შეხვედრებთან როგორც სამუშაო ისე არაოფიციალურ ჭრილში, ისე სპეცსამსახურების შეფის და უფროსის ძალიან წარმატებულ ვიზიტთან

თბილისთან სულ სხვა ტიპის ურთიერთობები აქვს დღეს აშშ-ს, რაც დაკავშირებულია როგორც შეხვედრებთან როგორც სამუშაო ისე არაოფიციალურ ჭრილში, ისე სპეცსამსახურების შეფის და უფროსის ძალიან წარმატებულ ვიზიტთან აშშ-ში, – აცხადებს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „დღის ქრონიკაში“. ქართველიშვილი სომხეთში ჯეი დი ვენსის ვიზიტს გამოეხმაურა. „როგორ უნდა მიხაროდეს ის 9-მილიარდიანი ინვესტიცია სომხეთის ატომურ ენერგეტიკაში, საიდანაც 5 მილიარდი

წაკითხვა