პოლიტიკა

პოლიტიკა
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „იმედის ბანკზე“: თუკი ასეთი ბანკი შეიქმნება და იქნება შესაძლებელი, რომ ფიზიკურმა პირებმა გახსნან ანგარიში, მე აუცილებლად გავხსნი ანგარიშს

თუკი ასეთი ბანკი შეიქმნება და იქნება შესაძლებელი, რომ ფიზიკურმა პირებმა გახსნან ანგარიში, მე აუცილებლად გავხსნი ჩემს ანგარიშს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანია საკუთარ ბანკს შექმნის, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“. შალვა პაპუაშვილის თქმით, თუკი შესაძლებელი იქნება, რომ ფიზიკური პირების ანგარიშებიც გაიხსნას, თავადაც სიამოვნებით გახსნის ანგარიშს „იმედის ბანკში“. ცნობისთვის,

წაკითხვა
პოლიტიკა

ლევან ჭოტორლიშვილი დებატებზე: გადაუარა პარლამენტის თავმჯდომარემ დებატებში ოპოზიციას. ფაქტია, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან კატასტროფულად აგებს ნებისმიერ დებატს

გადაუარა პარლამენტის თავმჯდომარემ დებატებში ოპოზიციას, – ასე აფასებს პროფესორი, ლევან ჭოტორლიშვილი, „იმედზე” გამართულ დებატებში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მონაწილეობას. ჭოტორლიშვილის შეფასებით, ოპოზიცია ქვეყნის ხელისუფლებასთან ნებისმიერ დებატს აგებს, რის მიზეზადაც „სიმართლის ნაკლებობას, ინტელექტის ნაკლებობას და სიზარმაცეს” ასახელებს. „გადაუარა პარლამენტის თავმჯდომარემ დებატებში ოპოზიციას. ფაქტია, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან კატასტროფულად აგებს ნებისმიერ დებატს. მე ვხედავ სამ მიზეზს ასეთი ხელმოცარულობის:

წაკითხვა
პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმ მიზეზებზე, რის გამოც საქართველომ შეაჩერა საკუთარი წევრობა ასამბლეაში – განვუცხადე, რომ საქართველო მზადაა, დაბრუნდეს ასამბლეის სრულფასოვან წევრად

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შეხვედრები ჰქონდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, პეტრა ბაიერთან და ასევე მედია თავისუფლების საკითხებში, ეუთოს წარმომადგენელთან იან ბრაატუსთან. „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმ მიზეზებზე, რის გამოც საქართველომ შეაჩერა საკუთარი წევრობა ასამბლეაში.

წაკითხვა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე – „ქოლცენტრები“ მძიმე დანაშაულია, რომელიც სხვისი ქონების თაღლითურად მითვისებისკენაა მიმართული, ელისო კილაძეს შეუძლია, სამართლიანი სასამართლოს წინაშე ამტკიცოს საკუთარი სიმართლე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, ელისო კილაძეს შეუძლია, სამართლიანი სასამართლოს წინაშე ამტკიცოს საკუთარი სიმართლე. გორდულაძის თქმით, დანაშაულს ვინც ჩადის, პასუხისგებაშიც მიეცემა. „ქოლცენტრები“ მძიმე დანაშაულია, რომელიც თაღლითური გზით სხვისი ქონების მითვისებისკენაა მიმართული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ცდილობდნენ, ადამიანების ქონება მიეთვისებინათ და მიითვისეს კიდეც. ვინც დანაშაულს ჩადის, აუცილებლად მოხდება კიდეც მისი პასუხისგებაში მიცემა.

წაკითხვა
პოლიტიკა

პრემიერი: დღეს დემოგრაფიაზე გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებიც დარბაზიდან გაიქცნენ, რადგან არ უნდოდათ ოჯახური ღირებულებების შესახებ და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება

რაც შეეხება პირველ შვილს, 2014 წელს დაიბადა 26 355 ბავშვი და 2024 წელს – 14 156, არის კატასტროფული ტენდენცია, თითქმის განახევრებულია მაჩვენებელი პირველი შვილის შემთხვევაში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, პირველი და მეორე შვილის შემთხვევაში არის თითქმის განახევრებული მაჩვენებლები, მაშინ, როდესაც მე-3 და შემდეგი შვილის შემთხვევაში მაჩვენებელი

წაკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კერძო სექტორში დეკრეტული შვებულების საკითხი, ვფიქრობ, უკეთ მოწესრიგებას საჭიროებს და მზად ვართ, ეს საკითხი აქტიურად განვიხილოთ კერძო სექტორის ჩართულობით

კერძო სექტორში დეკრეტული შვებულების საკითხი, ვფიქრობ, უკეთ მოწესრიგებას საჭიროებს და მზად ვართ, ეს საკითხი აქტიურად განვიხილოთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ნაწილში საჭირო იქნება კერძო სექტორის ჩართულობაც, რათა მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება იქნას მიღებული. „უნდა მივიღოთ მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომელიც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებას და, მეორე

წაკითხვა
პოლიტიკა

გეკა გელაძე: უკომპრომისო ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული ორგანიზებული, კორუფციული, ნარკოტიკული, თუ ნებისმიერი სახის დანაშაულის მიმართ, რომელმაც შეიძლება ოდნავ მაინც შეარყიოს ქართული სახელმწიფოებრიობა

როგორც მოგეხსენებათ, თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, მის ყველა სამართალდამცავ უწყებას, უკომპრომისო ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული ორგანიზებული, კორუფციული, ნარკოტიკული, თუ ნებისმიერი სახის დანაშაულის მიმართ, რომელმაც შეიძლება ოდნავ მაინც შეარყიოს ქართული სახელმწიფოებრიობა, ზიანი მიაყენოს ქართულ საზოგადოებას და პრობლემები შეუქმნას ჩვენს მომავალ თაობებს, – განაცხადა ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ. „როგორც მოგეხსენებათ, თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, მის ყველა სამართალდამცავ უწყებას,

წაკითხვა
პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: საფრთხეებზე, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი და ახალი ადმინისტრაცია საუბრობენ. ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველო იყო, როგორც მეორე ფრონტის ხაზის როლის მატარებელი, ამაზე თავად საუბრობენ დასავლეთში

საფრთხეებზე, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დღეს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ახალი ადმინისტრაცია საუბრობენ. ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველო იყო, როგორც მეორე ფრონტის ხაზის როლის მატარებელი, ამაზე თავად საუბრობენ დასავლეთში. არაერთი ქვეყანა აღნიშნავდა ამას, მაგალითად, თურქეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ. მან საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებსა

წაკითხვა
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ სირთულეებსა და უსამართლობას ერთიანობით, ეროვნული ინტერესებისა და ჩვენში ღრმად გამჯდარი ღირებულებების ერთგულებით ვპასუხობთ

დღეს მთელი საერთაშორისო საზოგადოება ხედავს, რომ 2025 წელი მსოფლიოსთვის წყალგამყოფი გახდა. უკვე აშკარად იკვეთება, რომ საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება და ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების გასატარებლად და სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, დიპლომატიური მიდგომების პარალელურად, უფრო და უფრო ინტენსიურად იყენებენ ხისტ ძალას, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტისათვის ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას. მისივე თქმით, გასულმა

წაკითხვა
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს: პირდაპირი რეისები, რომლებიც არის ქვეყნებს შორის, ნამდვილად ხელს უწყობს მეტი ტურისტის მოზიდვას ორივე ქვეყნისთვის, ამიტომ ამ მიმართულებითაც ჩვენ უფრო მეტად უნდა გავაღრმაოთ ურთიერთობები

მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს: პირდაპირი რეისები, რომლებიც არის ქვეყნებს შორის, ნამდვილად ხელს უწყობს მეტი ტურისტის მოზიდვას ორივე ქვეყნისთვის, ამიტომ ამ მიმართულებითაც ჩვენ უფრო მეტად უნდა გავაღრმაოთ ურთიერთობები ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, პოტენციალი ნამდვილად არსებობს უფრო მეტი ჩვენს ქვეყნებს შორის, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის

წაკითხვა