ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე – მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ ბინებს
“ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინა ივანიშვილი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენენ. ამის შესახებ სამძიმრის წერილშია აღნიშნული. განცხადებაში ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ფონიჭალაში დატრიალებული უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისინი გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს უსამძიმრებენ და