საზოგადოება

საზოგადოება
საზოგადოება

გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ უწყების თანამშრომლებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ უწყების თანამშრომლებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

Read More
საზოგადოება

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: რასაც ახლა ვხედავთ, ეს ხომ საოცრებაა, ყველამ ვიცოდით, რომ პატრიარქი ხალხს უყვარდა, მაგრამ ასეთ რამეს ხომ არ მოველოდით – მან გზა გაკვალა ადამიანების გულებში, ცხოვრების წესში, თავმდაბლობაში და სიმშვიდეში

დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც საქართველოს მომდევნო პატრიარქმა უნდა გაიაროს. მისი შეფასებით, მომავალ პატრიარქს ილია მეორემ გზა უკვე გაუკვალა. დეკანოზმა ასევე ისაუბრა ილია მეორის მიმართ ხალხის სიყვარულზე, რის გამოვლინებასაც მისი თქმით, ამ დღეებში ვხედავთ. „ერთია, როცა ცივი გონებით აფასებ და მეორეა, როდესაც ფაქტობრივად აწყდები აბსოლუტურად აუხსნელ, მისტიკურ მოვლენას, რომელსაც ჰქვია

Read More
საზოგადოება

დეკანოზი ხვთისო სეხნიაშვილი: გვწამს, რომ ილია მეორე ჩვენი თეთრი და მფარველი ანგელოზი იქნება

ჩვენ გვწამს, რომ ის ჩვენი თეთრი და მფარველი ანგელოზი იქნება ყოველთვის. ღმერთმა მისი ლოცვა და მეოხება არ მოგვაკლოს, – განაცხადა დეკანოზმა ხვთისო სეხნიაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეზე საუბრისას. მისი განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლი შეუფასებელია. „ყველა გლოვობს, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს, თითოეულ ქართველს, ასევე, ემიგრანტებს, რომელიც ძალიან უყვარდა პატრიარქს, ყოველთვის ლოცავდა ხოლმე, განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავდა, ყოველთვის სიკეთეს

Read More
საზოგადოება

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: პატრიარქი იყო განსაცვიფრებელი კულტურის ადამიანი – პირველად თქვენობით რომ დამელაპარაკა, კინაღამ გული გამისკდა

დღეს ჩვენ გვაქს ავტოკეფალია და პატრიარქმა ამით ჩვენს ერსა და ეკლესიას ღირსება დაუბრუნა, რაც ვახტანგ გორგასლიდან მოყოლებული გვქონდა, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ. დეკანოზმა აღნიშნა, რომ პატრიარქი იყო განსაცვიფრებელი კულტურის ადამიანი. „პირველად თქვენობით რომ დამელაპარაკა, კინაღამ გული გამისკდა. პატრიარქმა იცოდა, როდესაც ხელზე ვემთხვეოდი, მერე თვითონაც იცოდა ხელზე მთხვევა, ასეთი წარმოუდგენელი სიმდაბლე არა თუ მღვდელმთავრისგან, არამედ ეპისკოპოსიდანაც. ჩვენ

Read More
საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა მიუსამძიმრა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი წერილში ქართველ ხალხს უდიდესი დანაკარგის გამო გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს. „ღრმა მწუხარებითა და ტკივილით შევიტყვეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია

Read More
საზოგადოება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს სამძიმრის წერილი მიიღო. როგორც წერილშია აღნიშნული, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სახელით, მსურს გამოვხატო ღრმა მწუხარება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო. 2020 წლის დეკემბერში

Read More
საზოგადოება

პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანმა პოლონეთის პრეზიდენტის სახელით საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანმა, ვოიჩეხ კოლარსკიმ პოლონეთის პრეზიდენტის სახელით საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. კოლარსკიმ თანაგრძნობა გამოხატა ქართველი ხალხის მიმართ იმ დიდი დანაკლისის გამო, რაც ქვეყნის სულიერი ლიდერის გარდაცვალებამ გამოიწვია. პოლონურმა მხარემ ხაზი გაუსვა ილია II-ის, როგორც უდიდესი სულიერი ავტორიტეტის როლს. აღინიშნა მისი თითქმის 50-წლიანი მოღვაწეობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში.

Read More
საზოგადოება

რომის პაპი: ილია მეორე თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში, სიყვარულით მფარველობდა ტრადიციებს, იმედით აღავსებდა ადამიანთა გულებს და მთელ საზოგადოებას

გულისტკივილით შევიტყვე ცნობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს, – ნათქვამია რომის პაპ ლეო XIV-ის სამძიმრის წერილში, რომელსაც კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. როგორც რომის პაპი წერილში აღნიშნავს, ილია მეორე თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში. „მის მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, სრულიად

Read More
საზოგადოება

მსოფლიო საპატრიარქოს ინფორმაციით, 22 მარტს თბილისში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაში მიიღებს მონაწილეობას

მსოფლიო საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოსი 22 მარტს თბილისში ჩამოვა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვაში მიიღებს მონაწილეობას. „მისი უწმინდესობა, მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოსი 2026 წლის 22 მარტს საქართველოს დედაქალაქ, თბილისში გაემგზავრება, რათა მონაწილეობა მიიღოს მისი უწმინდესობის, საქართველოს გარდაცვლილი პატრიარქის ილია მეორის სამგლოვიარო პროცესიაში, რომელიც წმინდა სამების ტაძარში გაიმართება“, – აღნიშნულია განცხადებაში. მსოფლიო

Read More
საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამების საკათედრო ტაძართან ხალხის ნაკადი არ წყდება. მოქალაქეები უკანსაკნელ პატივს მიაგებენ კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

Read More