საზოგადოება

საზოგადოება
საზოგადოება

ბერლინში “ფეისბუქ”- პოსტის გამო ოპოზიციის აქტივისტის, ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ოპოზიციის აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც ბერლინში იმყოფება, ამბობს, რომ გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა “ფეისბუქზე” გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. როგორც ფერაძე სოციალურ ქსელში წერს, გერმანული კანონმდებლობით ინტერნეტში შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით ისჯება. „მოკლედ ასეთი ამბავია: მომივიდა წერილი, რომ ფბ პოსტის გამო ჩემზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აქ, ბერლინში. კი, აქაური

წაკითხვა
საზოგადოება

ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად დაიწყო მოკვლევა თბილისში ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე. ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს ინსპექტორებმა ბაგა-ბაღებიდან და სურსათის მიმწოდებელი კომპანიებიდან სურსათის ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადააგზავნეს. სააგენტო ლაბორატორიული კვლევის შედეგებს მიღებისთანავე გაასაჯაროვებს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაგა-ბაღებში, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე მონიტორინგი განახორციელა და ინფრასტრუქტურის კანონმდებლობასთან შესაბამისობა შეაფასა. ამასთან,

წაკითხვა
საზოგადოება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება – ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. „თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება, რომელთაც მიმართეს სხვადასხვა კლინიკას. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას. სააგენტო ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად მათ შორის თბილისის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურთან, სურსათის

წაკითხვა
საზოგადოება

ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილ კავკასიური კეთილშობილი ირმის საშენ მეურნეობას 3 ხარირემი და 3 ფურირემი შეემატა

კავკასიური კეთილშობილი ირმის საშენ მეურნეობას 6 ახალი ინდივიდი – 3 ხარირემი და 3 ფურირემი შეემატა. შედეგად, ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილ მეურნეობაში ირმების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ახალი ინდივიდების დამატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ირმების ასაკი ერთ წლამდეა და მიმდინარე წელს მათ პირველი მყვირალობა ექნებათ, რაც პოპულაციის გამრავლებისა და განახლების შესაძლებლობებს ზრდის. კავკასიური კეთილშობილი ირმის საშენი მეურნეობა გარემოს

წაკითხვა
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს, 18 სექტემბერს საქართველოში

18 სექტემბერს ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიანი დღეა ფოთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი.ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, ღამით

წაკითხვა
საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი – ენერგეტიკა ერთ-ერთი იმ სფეროთაგანია, რომლის გამართული მუშაობა ხშირად უხილავია, მაგრამ მისი ერთი მცირე შეფერხებაც კი მთელი ქვეყნისთვის მყისიერად ხდება ხილული

ეს დღე არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, შევაფასოთ ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელობა და აღვნიშნოთ იმ ადამიანების როლი და დამსახურება, რომელთა ყოველდღიურ თავდაუზოგავ შრომასა და პროფესიონალიზმზეც დგას ეს მნიშვნელოვანი დარგი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ესწრებოდა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ენერგეტიკა ერთ-ერთი იმ სფეროთაგანია,

წაკითხვა
საზოგადოება

გივი მიქანაძე: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად შეაღებენ სკოლის კარს. სკოლა ის ადგილია, სადაც იდგმება პირველი ნაბიჯები მომავლისკენ, სადაც ბავშვები, ცოდნის მიღებასთან ერთად, სწავლობენ ერთმანეთის პატივისცემას,

წაკითხვა
საზოგადოება

შიო მესამე – ცოდნის მიღებასთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ქრისტიანული სათნოებების მოხვეჭაზე, ვაი იმ ადამიანს, ვინც შეიძენს დიდ ცოდნას, მაგრამ დაიცარიელებს სულს

უპირველეს ყოვლისა, უფალი ჩვენგან ელოდება გულის სიწმინდეს, ცოდნის მიღებასთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ქრისტიანული სათნოებების მოხვეჭაზე. მათ გარეშე არანაირი სიბრძნე არ მოვა, ამის გარეშე რაც არ უნდა დიდი ინტელექტის იყოს ადამიანი, რაგინდ დიდი განათლება ჰქონდეს, სულიერად მაინც ბრმა რჩება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სიონში ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა მრევლს ახალი საეკლესიო წლის და, ასევე, სასწავლო წლის

წაკითხვა
საზოგადოება

პროექტის თანახმად, მოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოებისას სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ყადაღას არ დაექვემდებარება

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა. საკითხი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა წარადგინა განსახილველად. ცვლილების მიხედვით, ყადაღას არ დაექვემდებარება და, შედეგად, აღსასრულებლად არ მიექცევა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი

წაკითხვა
საზოგადოება

დღეიდან ე.წ. მეორადი ჩარიცხვები იწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დღეიდან იწყება. ცენტრის ცნობით, 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვისთვის პროგრამების არჩევის პროცესში აბიტურიენტებს დაეხმარებათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განახლებული ელექტრონული

წაკითხვა