ირაკლი კობახიძე – მოქმედებდა რეჟიმი, რომელსაც მიაჩნდა, რომ დამნაშავე და არადამნაშავე, ყველა იყო ყველაფრის ღირსი, ჩვენთვის ადამიანი პატიმარია, მსჯავრდებულია, პროფესორია, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელი, ყველას აქვს ერთნაირად ღირსება, ეს არის პრინციპული განსხვავება ჩვენს ხელისუფლებასა და იმდროინდელ რეჟიმს შორის
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – მოქმედებდა რეჟიმი, რომელსაც მიაჩნდა, რომ დამნაშავე და არადამნაშავე, ყველა იყო ყველაფრის ღირსი, ჩვენთვის ადამიანი პატიმარია, მსჯავრდებულია, პროფესორია, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელი, ყველას აქვს ერთნაირად ღირსება, ეს არის პრინციპული განსხვავება ჩვენს ხელისუფლებასა და იმდროინდელ რეჟიმს შორის

2012 წლის შემდეგ, არ არსებობს ადამიანის წამების ან არაადამიანური მოპყრობის არც ერთი დადასტურებული ფაქტი, როცა მანამდე არსებობდა ასობით და ათასობით ფაქტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ადამიანი პატიმარია, მსჯავრდებულია, პროფესორია, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის, ან საქმიანობის მიმდევარი, ყველას აქვს ერთნაირად ღირსება.

„რაც შეეხება ციხეებში არსებულ მდგომარეობას, კონკრეტული შემთხვევებიც იყო ჩამოთვლილი და როდესაც განცხადებები კეთდება კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით, უნდა არსებობდეს მტკიცებულება. როცა ვსაუბრობდი მე 2012 წლამდე რა ხდებოდა, იქ იყო უმარავი მტკიცებულება კონკრეტულ დანაშაულებთან დაკავშირებით, რასაც ჩადიოდნენ ციხეებში და ციხეებს გარეთ რეჟიმის წარმომადგენლები. როცა საუბრობთ კონკრეტულ შემთხვევებზე მტკიცებულებაც უნდა გქონდეთ რომ იქ ნამდვილად იყო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ დანაშაული ჩადენილი. თქვენ ამის მტკიცებულება არა მგონია, რომ გქონდეთ, რადგან ასეთი მტკიცებულება არ არსებობს.

ადამიანი ეძებს სამართალს, რადგან შეიძლება, ეჭვი ჰქონდეს რაიმესთან დაკავშირებით, მაგრამ არავის არ აქვს მტკიცებულება, რომ აქ კონკრეტული დანაშაულები იქნა ჩადენილი. მერწმუნეთ, დანაშაული რომ ყოფილიყო ჩადენილი და ამის მტკიცებულება რომ გვქონოდა, შესაბამისი პირები თუ პირი აუცილებლად დაისჯებოდა.

2012 წლამდე ციხეებში არსებულ მდგომარეობასა და დანაშაულებზე მქონდა საუბარი. 2012 წლის შემდეგ, არ არსებობს ადამიანის წამების ან არაადამიანური მოპყრობის არც ერთი დადასტურებული ფაქტი, როცა მანამდე არსებობდა ასობით და ათასობით ფაქტი. ფაქტი, მტკიცებულებით გამყარებული, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულების დონეზე.

თუ ხელისუფლების დამოკიდებულებაზეა საუბარი, სწორედ ეს არის ჩვენი ხელწერა, მაშინ მოქმედებდა რეჟიმი, რომელსაც მიაჩნდა, რომ დამნაშავე და არადამნაშავე, ყველა იყო ყველაფრის ღირსი. ასეთი სტანდარტი არსებობდა. ჩვენი სტანდარტი, რატომ არ არის დადგენილი არც ერთი ფაქტი წამების თუ არაადამიანური მოპყრობის ციხეებში, ჩვენთვის ადამიანი, პატიმარია, მსჯავრდებულია თუ პროფესორია, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის, თუ საქმიანობის მიმდევარი, ყველა ერთია. ყველას აქვს ერთნაირად ღირსება. ეს არის პრინციპული განსხვავება ჩვენს ხელისუფლებასა და იმდროინდელ რეჟიმს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.