მარიამ ლაშხი საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ პროცესზე: ე.წ. ოპოზიციის სახე კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ
პოლიტიკა

მარიამ ლაშხი საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ პროცესზე: ე.წ. ოპოზიციის სახე კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ

ე.წ. ოპოზიციის სახე კიდევ ერთხელ დავინახეთ ნათლად, რომელიც არ შეესაბამება არც კონსტიტუციურ ქმედებას, არც სახელმწიფო ინტერესის დაცვას და არც რაიმე ტიპის ჯანსაღი აზრის ქონას, – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.

უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინ გამართულ პროცესს.

„აუცილებელია ჯანსაღი, შინაარსზე დაფუძნებული ოპონირება, რომელიც გააჯანსაღებს პოლიტიკურ სივრცეს და სახელმწიფო ინტერესების დაცვა უკეთესად მოხდება“, – აღნიშნა ლაშხმა.

ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი დღეს განახლდება.