პიტ ჰეგსეთმა თანამშრომლებს დაავალა, ბოლო დროის დაზვერვისა და კიბერშესაძლებლობები გამოიყენონ უცხოური ჩარევის გამოსავლენად და გასანეიტრალებლად
უცხოეთი

პიტ ჰეგსეთმა თანამშრომლებს დაავალა, ბოლო დროის დაზვერვისა და კიბერშესაძლებლობები გამოიყენონ უცხოური ჩარევის გამოსავლენად და გასანეიტრალებლად

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა მის დაქვემდებარებაში მყოფებს დაავალა, ბოლო დროის დაზვერვისა და კიბერშესაძლებლობები გამოიყენონ უცხოური ჩარევის გამოსავლენად, თავიდან ასაცილებლად და გასანეიტრალებლად.

როგორც „აქსიოსი“ წერს, ეს შუალედური არჩევნების მოახლოებას უკავშირდება. ოფიციალური პირების თქმით, ღონისძიებებში ხელოვნური ინტელექტის უახლესი შესაძლებლობებიც იქნება ჩართული.

ჰეგსეთის მიერ 22 სექტემბერს დამტკიცებული მემორანდუმის თანახმად, მინისტრი ვალდებულებას იღებს, ებრძოლოს უცხოურ ჩარევას და დაიცვას დემოკრატიული თავისუფლებები.

მემორანდუმი სამ დირექტივას მოიცავს, მათ შორის: ყურადღება უნდა მიექცეს თავდაცვის უწყების დაზვერვისა და კიბერშესაძლებლობებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ უცხოური სუბიექტები დემოკრატიულ სისტემებში არ ჩაერიონ;

ასევე, თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სისტემა გამოიყენონ არჩევნებისთვის უცხოური საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად და დასამუშავებლად კანონის, ნორმატიული აქტებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მითითებების შესაბამისად.

მემორანდუმის თანახმადვე, არჩევნების წინააღმდეგ მიმართული უცხოური კიბერსაფრთხეების საპირისპიროდ კიბერსარდლობამ და შინაგან უსაფრთხოებათა დეპარტამენტმა ერთობლივი ოპერაციები უნდა განახორციელონ.