უკრაინული მედია: უნგრეთი კვლავ აფერხებს ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის პროცესს და უარს ამბობს მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაზე
უცხოეთი

უკრაინული მედია: უნგრეთი კვლავ აფერხებს ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის პროცესს და უარს ამბობს მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაზე

უნგრეთი კვლავ აფერხებს ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის პროცესს და უარს ამბობს მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ევროპელი დიპლომატების ცნობით, წევრი ქვეყნების პოზიციები არ შეცვლილა და უნგრეთის წინააღმდეგობის გამო ვერ დამტკიცდა მე-2 კლასტერის („შიდა ბაზარი“) და მე-3 კლასტერის („კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა“) სკრინინგის ანგარიშები.

22 სექტემბერს ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხთა სამუშაო ჯგუფის (COELA) სხდომაზე უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ვსევოლოდ ჩენცოვმა წევრ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა წარუდგინა. მიუხედავად ამისა, ჯგუფმა საკითხის კენჭისყრაზე გატანა ვერც 8 სექტემბრის შეხვედრაზე შეძლო.

მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცების პროცესი ჯერ კიდევ 2026 წლის ივლისში დაიწყო. 17 ივლისს უნგრეთმა უკრაინის საკითხი დაბლოკა და თანხმობა მხოლოდ მოლდოვისთვის მე-3 კლასტერის დაწინაურებაზე განაცხადა.

თუმცა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა მოლაპარაკებების პროცესში უკრაინისა და მოლდოვის გამიჯვნას, რის გამოც გადაწყვეტილების მიღება კვლავ შეჩერებულია.