საქართველოს პროკურატურა: ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი, ამის მიუხედავად, საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოიკითხება რამდენიმე პირი, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პროკურატურის განცხადება 2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების