Reuters: რუსეთი 2026 წლის ნავთობის მოპოვების პროგნოზს 17-წლიან მინიმუმამდე ამცირებს
რუსეთმა მიმდინარე წლის ნავთობის მოპოვების პროგნოზი 17-წლიან მინიმუმამდე შეამცირა, ასევე გადახედა 2026 და 2027 წლების საწვავის ექსპორტის პროგნოზებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ნავთობის მოპოვების პროგნოზის შემცირების მიზეზი, უკრაინასთან ომის გავლენაა. პროგნოზები, რომლებიც, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს საბოლოოდ დამტკიცდება და ბიუჯეტის მომზადებისთვის გამოიყენება, 2026-2029 წლებისთვის ნავთობის მოპოვების შეფასებას მაისში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით, 16-20 მილიონი ტონით ამცირებს. 2022