სიახლეები

სიახლეები
უცხოეთი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინაზე რუსეთის დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაშავდა.

4 სექტემბერს რუსეთმა კიევის ცენტრში, წმინდა სოფიას ტაძრის მოპირდაპირედ მდებარე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინას დრონით დაარტყა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე კიევში საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო, რასაც დაახლოებით ნახევარ საათში ქალაქის ცენტრში აფეთქებები მოჰყვა. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად შევჩენკოს

წაკითხვა
უცხოეთი

Euronews: ევროკავშირი ისლანდიის რეფერენდუმის შემდეგ გაფართოების პროცესის გაგრძელებას ცდილობს

ევროკავშირის მაღალჩინოსნები ცდილობენ შეამცირონ ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ ჩატარებული რეფერენდუმის გავლენა და გაფართოების პროცესს ახალი იმპულსი შესძინონ. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. როგორც ტელეარხი იუწყება, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ევროპულ საქმეთა მინისტრები პარასკევს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში შეიკრიბნენ. ეს ირლანდიის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში გამართული პირველი არაფორმალური შეხვედრაა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოების

წაკითხვა
სამართალი

მუქარის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა

მუქარის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს რომ სიტყვიერი კონფლიქტის შემდეგ, უკან შესარიგებლად დაბრუნდა. პროკურორის მტკიცებით კი დაზარალებულებმა მუქარა რეალურად აღიქვეს, ელიზბარაშვილი კი უკან სავარაუდოდ შეიარაღებული დაბრუნდა. ელიზბარაშვილთან მომხდარი ინციდენტის შესახებ დღეს შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში დაწერა: „არც გინებას, არც შეურაცხყოფას და, მით უფრო, ხელით შეხებას ადგილი არ ჰქონია, ელიზბარაშვილი

წაკითხვა
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უქმეებზე საქართველოში – სად გამოიდარებს და სად იწვიმებს

შაბათ-კვირას საქართველოში ამინდი რეგიონების მიხედვით განსხვავებული იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 5-6 სექტემბერს ქვეყნის ნაწილში თბილი და შედარებით სტაბილური ამინდია მოსალოდნელი, თუმცა ზოგიერთ რეგიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექიც არ გამოირიცხება. შაბათს, 5 სექტემბერს, თბილისში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი და ჰაერი დაახლოებით 27-29 გრადუსამდე გათბება. კვირას, 6 სექტემბერს, დედაქალაქში ღრუბლიანობა მოიმატებს და ზოგიერთ მონაკვეთში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ტემპერატურა

წაკითხვა
სამართალი

ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ერთ ავტომობილში 2 ადამიანი იმყოფებოდა, მეორეში კი — 4. ავარიის შედეგად ექვსივე მათგანი დაშავდა. დაშავებულები, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო,

წაკითხვა
საზოგადოება

დედაქალაქის ცხრა საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება

დედაქალაქის ცხრა საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სასკოლო მზაობის პროგრამის ხანგრძლივობა დღეში შეადგენს სამ საათს. „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებს შეუძლიათ, ისარგებლონ ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტით – საქართველო I2Q (WB). პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი

წაკითხვა
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ საქართველოში მომდევნო კვირას ჩამოვა. აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა მედიკამენტის მწარმოებელ კომპანიას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. „დღეს გვაქვს სასიხარულო მორიგი ინფორმაცია. „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში. მოვუწოდებთ მშობლებს, რომელთაც

წაკითხვა
პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: დროა, აგენტურულმა ოპოზიციამ მათ მიერვე გამოგონილი მიკროსამყაროდან გამოაღწიოს, გაათვითცნობიეროს, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელები არაფერში აქვს გასვრილი და მისი წარსული, პრობლემებს კი არ უქმნის, არამედ ზურგს უმაგრებს

დროა, აგენტურულმა ოპოზიციამ მათ მიერვე გამოგონილი მიკროსამყაროდან გამოაღწიოს, გაათვითცნობიეროს, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელები არაფერში აქვს გასვრილი და მისი წარსული, პრობლემებს კი არ უქმნის, არამედ ზურგს უმაგრებს, – ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში. შათირიშვილის შეფასებით, ქართულ ოპოზიციას კვლავ ერთ წრეზე სიარულის გაგრძელება მოუწევს, თუ „ღია კარის მტვრევას“ არ შეეშვებიან და გარე ზალების იმედად

წაკითხვა
უცხოეთი

გერმანელი პოლიტიკოსები ულტრამემარჯვენე AfD-ის ნაწილების აკრძალვას მოითხოვენ.

ბორის პისტორიუსი და ჯემ ოზდემირი აცხადებენ, რომ უზენაესმა სასამართლომ უნდა განიხილოს გერმანიისთვის ალტერნატივის ყველაზე რადიკალური ფლანგის აკრძალვის საკითხი გერმანიის ორმა გავლენიანმა პოლიტიკოსმა ქვეყნის უმაღლეს სასამართლოს მოუწოდა, განიხილოს ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) რამდენიმე რეგიონული ორგანიზაციის აკრძალვის საკითხი. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და ბადენ-ვიურტემბერგის მიწის ლიდერმა ჯემ ოზდემირმა განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს AfD-ის

წაკითხვა
უცხოეთი

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

სლოვაკეთის მთავრობამ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ინდივიდუალური სანქციების პაკეტის 12 თვით გახანგრძლივების გეგმა უარყო. ინფორმაციას POLITICO სამ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს. სანქციები, რომლებიც აქამდე არაერთხელ, ექვსი თვით გაგრძელებულა, 15 სექტემბერს იწურება. ბრიუსელს მათი უფრო მეტი ვადით გახანგრძლივება და სანქციების ყოველ ექვს თვეში ხელახალი შეთანხმების თავიდან აცილება სურდა, თუმცა ნებისმიერი ცვლილების დასამტკიცებლად, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი

წაკითხვა