სიახლეები

სიახლეები
პოლიტიკა

მაგდა მამუკაშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი ერთმანეთს უპირისპირდებიან: „ნანუკა, ხომ ხედავ საერთოდ არ აღძრავ ჩემში დადებით განცდებს, იცხოვრე რა შენთვის, მე გამეშვი“

სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანსა და ოპოზიციონერ აქტივისტ მაგდა მამუკაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება კი, როგორც კომენტარებიდან ირკვევა, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ნანა სანდერის ბარათზე თანხის ჩარიცხვის საკითხს მოჰყვა. ნანუკა ჟორჟოლიანი უარყოფს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებისთვის რაიმე სახით თანხების შეგროვებას და მაგდა მამუკაშვილს ტყუილში ადანაშაულებს. „მე არასოდეს ვაგროვებდი 4 ოქტომბრის პატიმრების ბარათებს და მაგდა

წაკითხვა
პოლიტიკა

მაგდა მამუკაშვილი სალომე ზურაბიშვილს: ნანუ სანდერი მიყვებოდა, სალომემ დამაბრალა რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლობაო – ნანუს ერთი კვირის წინ მიუსაჯეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, აშკარაა, ეს გოგო გაწირულია. თუ აპირებთ მისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას ამ საჯარო განცხადების გამო?

ქალბატონო სალომე, გუშინ ვესაუბრე ნანუ სანდერს, თქვენ გაგიხსენათ, მიყვებოდა, იმდენად მეზიზღება ყველაფერი რუსული, რომ პროდუქტსაც არ ვყიდულობდი, თუ არ დავრწმუნდებოდი, რუსეთში არ იყო წარმოებულიო. სალომემ კი მთლად რუსობა დამაბრალა და რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლობაო, – წერს ოპოზიციონერი აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ. მამუკაშვილი, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ

წაკითხვა
პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ფაშინიანის რუსეთში ვიზიტზე: გუშინ ირანში თუ ხვალ რუსეთში- ჩვენს ოპოზიციასა და ევრობიუროკრატიას მოსწონს სომხეთის პრემიერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის რუსეთში დაგეგმილ ვიზიტს ეხმიანება. ანანიძე წერს, რომ მიუხედავად იმისა, გუშინ ირანში იყო, თუ ხვალ რუსეთში იქნება, ქართულ ოპოზიციასა და ევრობიუროკრატიას მოსწონს სომხეთის პრემიერი. „გუშინ ირანში თუ ხვალ რუსეთში, ჩვენს ოპოზიციასა და ევრობიუროკრატიას მოსწონს სომხეთის პრემიერი. ქართველი ხალხი კი ყველაფერს ხედავს და ხვდება“- წერს ანანიძე. ინფორმაციისთვის,

წაკითხვა
საზოგადოება

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისის 23:00 საათიდან 21 ივლისის 08:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. დროებითი შეზღუდვა შეეხება მოედნის ტერიტორიას – შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ რუსთაველის გამზირიდან (ზეთის ხილის ხიდან) რესპუბლიკის მოედნის

წაკითხვა
საზოგადოება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეიდან იწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეიდან იწყება და 12 ივლისამდე გაგრძელდება. რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები: თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; თბილისში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები. ასევე, თბილისში რეგისტრირებული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები; სამხედრო მოსამსახურეთა შვილები;

წაკითხვა
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

6 ივლისს ქუთაისში წვიმის ალბათობა დიდი იქნება, დღისით +30 და ღამით +19გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +29,

წაკითხვა
პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე სააკაშვილის განცხადებაზე, რომ „პუტინი სიტყვის კაცია“: რუსებით მოვიდა ხელისუფლებაში, (ივანოვი ახსოვს ყველას) თავადაც შეასრულა სიტყვა პუტინთან, ზედაპირულად ანტირუსული – შინაარსით რუსეთის მეფისნაცვალი იყო საქართველოში!

რუსებით მოვიდა ხელისუფლებაში,- წერს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის შესახებ და სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ „პრეზიდენტი პუტინი მართლა სიტყვის კაცია.“ ანანიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი „ანტირუსული შინაარსით რუსეთის მეფისნაცვალი იყო საქართველოში“ და მან თავადაც შეასრულა სიტყვა პუტინთან. „რუსებით მოვიდა ხელისუფლებაში, (ივანოვი ახსოვს ყველას) თავადაც შეასრულა სიტყვა პუტინთან, ზედაპირულად ანტირუსული-

წაკითხვა
უცხოეთი

Sky News: ბრიტანელი პარლამენტარები ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იუსტიციის მინისტრ იარივ ლევინისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები ითხოვენ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და იუსტიციის მინისტრ იარივ ლევინს, ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესოს. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News ავრცელებს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისათვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც სხვადასხვა პარტიის 71 პარლამენტარი და ლორდი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ „პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის სისტემატური და კარგად დოკუმენტირებული წამება ისრაელის მთავრობის, მათ შორის პრემიერ-მინისტრ

წაკითხვა
პოლიტიკა

ანტონიო გუტიერეშმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ალი ხამენეის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის ტელეფონით ესაუბრა- ინფორმაციას ამის შესახებ ირანის საგარეო უწყება ავრცელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხუთშაბათს, ნაშუადღევს გამართული საუბრისას, გენერალურმა მდივანმა ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და ირანულ მხარეს სამძიმარი გამოუცხადა.

წაკითხვა
პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: კომიკურია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ირანში სამძიმარზე ჩადის და ეს მოვლენა ოპოზიციური მედიებისთვის საგანგებო მდგომარეობაა. თუმცა, როდესაც ირანში იმავე მიზნით ნიკოლ ფაშინიანი ჩადის, უცებ ყველაფერი მშვიდდება

„ძალიან კომიკურია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში სამძიმარზე ჩადის და ეს მოვლენა ოპოზიციური მედიებისთვის საგანგებო მდგომარეობაა“- წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში და აპელირებს იმაზე, რომ არაფერს ამბობენ, როდესაც ირანში იმავე მიზნით ნიკოლ ფაშინიანი ჩადის. მეტრეველის შეფასებით, ასეთ დროს ყველაფერი მშვიდდება და არც აღშფოთება, არც ხმამაღალი შეფასებები ისმის. „ძალიან კომიკურია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ

წაკითხვა