ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვას
ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ 17 ივნისს მიღებული მორიგი რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომის დაშვებისკენ მოუწოდებს, მიზეზად კი, ისტორიული განათლებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ნაკლებობას ასახელებს, რასაც “რუსეთის ფედერაცია იყენებს ქართული საზოგადოების ევროატლანტიკური მისწრაფებების შესასუსტებლად.” რეზოლუციის ტექსტის თანახმად, საბჭოთა ოკუპაციის, მისი პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური შედეგების შესწავლაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანეს ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა