სიახლეები

სიახლეები
საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: შემოდის ერთგვარი წესრიგი, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი შრომითი რესურსის უპირატესობის მინიჭება არის ცალსახად მიღებული გადაწყვეტილება

შრომითი მიგრაციის სფეროში ქვეყანა თვისობრივი გარდაქმნების ზღვარზე დგას. ის, რაც ქაოსურად რეგულირდებოდა და წესრიგდებოდა, შემოდის ერთგვარი წესრიგი, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი შრომითი რესურსის უპირატესობის მინიჭება არის ცალსახად მიღებული გადაწყვეტილება და რომლის აღსრულების პროცესიც იწყება პირველი მარტიდან, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. მისივე თქმით, სამზადისის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ იყოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ძალიან

წაკითხვა
მნიშვნელოვანი

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი: არსებობს „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტი აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის. ეს პროექტი ითვალისწინებს განახლებადი წყაროებიდან, წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტს თურქეთსა და ევროპაში. დოკუმენტები უკვე ხელმოწერილია და მარტში გასამართ სამხრეთის გაზის დერეფნის შეხვედრაზე იგეგმება პროექტის შემდეგ ეტაპზე გადატანა

ნახჭევანში წარმოებული „მწვანე ენერგიის“ ექსპორტის პროექტის შემდეგი ეტაპი მარტში ბაქოში დაგეგმილ სამხრეთის გაზის დერეფნის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე განიხილება, განაცხადა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა APA- ს თურქეთის ბიუროსთვის მიცემულ განცხადებაში. მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან თანამშრომლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ელექტროენერგიის, არამედ ბუნებრივი აირის მიმართულებითაც. მისი თქმით, აზერბაიჯანთან ხელმოწერილი 33 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის

წაკითხვა
რეგიონები

მგფ-ის დირექტორი ველისციხის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტაზე: ამოვწურეთ ყველანაირი რესურსი, რომ ხელი შეგვეწყო და რამენაირად გაგრძელებულიყო სამუშაოები. მაქსიმალურად მოკლე დროში გამოცხადდება ახალი ტენდერი

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტისა და ახალი ტენდერის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ბექა ურუშაძის განცხადებით, კონტრაქტორთან ყველანაირი რესურსი ამოწურეს. მისივე თქმით, ვინაიდან პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, პროცესიც მათთან შეთანხმებით მიმდინარეობს. “ფაქტობრივად, კონტრაქტორთან ამოვწურეთ ყველანაირი რესურსი, რომ ხელი შეგვეწყო

წაკითხვა
უცხოეთი

ვარშავაში ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი გააპროტესტეს

ვარშავაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტ ნავროცკის მოუწოდეს, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს ხელი არ მოაწეროს. კანონპროექტი „ევროპის უსაფრთხოების აქტის“ პროგრამის რეალიზებას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც პოლონეთმა თავდაცვის გასაძლიერებლად 43 მილიარდიანი კრედიტი უნდა მიიღოს. აქციის ორგანიზატორების თქმით, პროგრამა ამერიკულ იარაღზე დამოკიდებულების შემცირებასა და გერმანულ იარაღზე დამოკიდებულების გაზრდას ისახავს მიზნად, რაც სარგებელს გერმანიას მოუტანს, პოლონეთს კი ვალების

წაკითხვა
პოლიტიკა

ლევან ჭოტორლიშვილი დებატებზე: გადაუარა პარლამენტის თავმჯდომარემ დებატებში ოპოზიციას. ფაქტია, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან კატასტროფულად აგებს ნებისმიერ დებატს

გადაუარა პარლამენტის თავმჯდომარემ დებატებში ოპოზიციას, – ასე აფასებს პროფესორი, ლევან ჭოტორლიშვილი, „იმედზე” გამართულ დებატებში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მონაწილეობას. ჭოტორლიშვილის შეფასებით, ოპოზიცია ქვეყნის ხელისუფლებასთან ნებისმიერ დებატს აგებს, რის მიზეზადაც „სიმართლის ნაკლებობას, ინტელექტის ნაკლებობას და სიზარმაცეს” ასახელებს. „გადაუარა პარლამენტის თავმჯდომარემ დებატებში ოპოზიციას. ფაქტია, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან კატასტროფულად აგებს ნებისმიერ დებატს. მე ვხედავ სამ მიზეზს ასეთი ხელმოცარულობის:

წაკითხვა
უცხოეთი

უიტკოფი: ჩვენმა ძალისხმევამ შესაძლოა უახლოეს სამ კვირაში პუტინისა და ზელენსკის შეხვედრამდე მიგვიყვანოს

აშშ-ის შუამავლობამ უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებში უახლოეს 3 კვირაში შესაძლოა ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირად შეხვედრამდე მიგვიყვანოს, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა Fox News-თან ინტერვიუში. „მე და ჯარედი [კუშნერი] ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული ინიციატივები დაეხმარება მხარეებს პოზიციების დაახლოებაში უახლოესი 3 კვირის განმავლობაში – და, შესაძლოა, მიგვიყვანოს კიდეც სამიტამდე

წაკითხვა
უცხოეთი

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თავის ახალ გლობალურ ტარიფებს 15%-მდე ზრდის

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, ყველა ქვეყნისთვის საქონლის იმპორტზე „გლობალურ ტარიფს“ 10%-დან 15%-მდე ზრდის. „მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დაუყოვნებლივ ვზრდი 10%-იან გლობალურ ტარიფს იმ ქვეყნებისთვის, რომელთაგანაც ბევრი ათწლეულების განმავლობაში დაუსჯელად „ძარცვავდა“ აშშ-ს (სანამ მე მოვიდოდი ხელისუფლებაში!), სრულად დაშვებულ და იურიდიულად დასაბუთებულ 15%-იან დონემდე“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში

წაკითხვა
უცხოეთი

ვიქტორ ორბანი: ბრიუსელს სურს რუსეთი ბრძოლის ველზე დაამარცხოს. ნაპოლეონს და ჰიტლერსაც იგივე სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ეკონომიკურად არა რუსეთი, არამედ ევროკავშირის ქვეყნები დაეცემიან

პარტია „ფიდესის“ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ვიქტორ ორბანმა ბრიუსელის პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა. როგორც უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რუსეთის დამარცხება ნაპოლეონსა და ჰიტლერსაც სურდათ, რაც არ გამოუვიდათ და ამას ვერც ევროკავშირის ლიდერები შეძლებენ. „ბრიუსელს სურს რუსეთი ბრძოლის ველზე დაამარცხოს. ნაპოლეონს და ჰიტლერსაც იგივე სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ალბათ კაია კალასი იქნება წარმატებული. სინამდვილეში, იმის თქმა მინდა, რომ მათ არასწორი პოლიტიკური

წაკითხვა
საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებაზე: ჩვენი მთავარი ამოცანაა სოციალური სამართლიანობა შეიქმნას და სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი თანხები ხმარდებოდეს მათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს

ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ, რომ სოციალური სამართლიანობა შეიქმნას. რომ ქვეყანაში არსებობდეს სისტემა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი თანხები ხმარდებოდეს მათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. როგორც ცნობილია, უწყება სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს. მიხეილ სარჯველაძის თქმით, რეესტრში არიან ადამიანები და ოჯახები, რომლებსაც აღარ

წაკითხვა
პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმ მიზეზებზე, რის გამოც საქართველომ შეაჩერა საკუთარი წევრობა ასამბლეაში – განვუცხადე, რომ საქართველო მზადაა, დაბრუნდეს ასამბლეის სრულფასოვან წევრად

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შეხვედრები ჰქონდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, პეტრა ბაიერთან და ასევე მედია თავისუფლების საკითხებში, ეუთოს წარმომადგენელთან იან ბრაატუსთან. „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმ მიზეზებზე, რის გამოც საქართველომ შეაჩერა საკუთარი წევრობა ასამბლეაში.

წაკითხვა