სიახლეები

სიახლეები
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე, რომ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა ბადრი ჯაფარიძე 90-იან წლებში სამხედრო გადატრიალებით დაამხეს: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი. ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს, ეგეც იცის, მაგრამ ტყუილი სულიერი საკვებია მაგნაირი ხალხის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი “ლელოს” წევრის, ირაკლი კუპრაძის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვიად გამსახურდიას პირველი პარლამენტის წევრი იყო, თენგიზ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა 90-იან წლებში სამხედრო გადატრიალებით დაამხეს. შარმანაშვილი მას მატყუარას უწოდებს და ამბობს, რომ როდესაც სამხედრო გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო. როგირც შარმანაშვილი

წაკითხვა
პოლიტიკა უცხოეთი

ევროპარლამენტარები იუკნევიჩიენე, მაკალისტერი და უშაკოვსი: მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე – ჩვენ არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა

ყურადღებით გავეცანით ბატონი კობახიძის მოწოდებას ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის შესახებ. ევროპას დიალოგი არასდროს შეუწყვეტია; „ქართულმა ოცნებამ“ მას უბრალოდ შინაარსი გამოაცალა, – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე, ნილს უშაკოვსი და ევროპარლამენტის საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე ავრცელებენ. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საბჭოსა და წევრ ქვეყნებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები, ასევე,

წაკითხვა
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ადამიანებიდან, რაც უფრო მეტი მათგანი მიხვდება, რომ კონსტიტუციისა და კანონის საწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინეს და ამას აღიარებენ, მით უკეთესია. შარმანაშვილმა კომენტარი გააკეთა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ნანა სანდერის მიერ დანაშაულოს აღიარებასა და საპროცესო შეთანხმების თხოვნაზე. როგორც მან აღნიშნა, ამ საქმეზე დაკავებულები, ალბათ, ხვდებიან, რომ ადამიანებმა,

წაკითხვა
პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: “პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც “ბატასუნას” აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, საკონატიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.მისი განცხადებით, აღნიშნულ პარტიებს ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც “ბატასუნას” აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივი სახელმწიფოს გადაეცა.”პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ… ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის

წაკითხვა
უცხოეთი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ 24 ოქტომბერს, საპროტესტო აქციებისას ქვეყნის მასშტაბით 70 ათასი პოლიციელი და ჟანდარმი იქნება მობილიზებული

საფრანგეთში 24 ოქტომბერს დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციებისას ქვეყნის მასშტაბით 70 ათასი პოლიციელი და ჟანდარმი იქნება მობილიზებული. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა განაცხადა. მინისტრის თქმით, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციაში ჩაერთვებიან პოლიციისა და ჟანდარმერიის სპეციალური დანაყოფები, გამოყენებული იქნება ვერტმფრენები და უპილოტო საფრენი აპარატებიც. ლორან ნუნიესის განცხადებით, უსაფრთხოების უპრეცედენტოდ მასშტაბური ზომების მიღება გასულ კვირას მომხდარმა ძალადობრივმა

წაკითხვა
პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო. საზეიმო ღონისძიება უნგრეთის პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა აგნეს ფორშტჰოფერმა გახსნა. შესრულდა უნგრეთის სახელმწიფო ჰიმნი. ცერემონიაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 1956 წლის რევოლუციის გმირთა ხსოვნას. საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თარიღის ისტორიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება უნგრეთის პრეზიდენტმა ანდრაშ ბაკამ. უნგრეთს

წაკითხვა
პოლიტიკა სამართალი

პროკურატურა: რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ ჩადენილი დანაშაული აღიარა, – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.  უწყების ცნობით, რომეო მიქაუტაძემ ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა. “სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო

წაკითხვა
უცხოეთი

AXIOS: საწვავის ფასის ზრდის ფონზე, ავიაკომპანიები ბილეთებს აძვირებენ და ფრენებს ამცირებენ

საავიაციო საწვავის მკვეთრი გაძვირება ავიაკომპანიების საქმიანობაზე სულ უფრო დიდ გავლენას ახდენს. კომპანიები ბილეთების ფასებს ზრდიან, თვითმფრინავებში ძვირად ღირებული ადგილების წილს ზრდიან და ნაკლებად მომგებიან მარშრუტებზე ფრენებს ამცირებენ, იუწყება AXIOS-ი. გამოცემის ცნობით, აშშ-ში ავიაბილეთების ფასები სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით გაიზარდა. ეს მთავრობის საავიაციო ტარიფების ფასების ინდექსის ზედიზედ მეათე თვიური ზრდა იყო. ამასთან, ინდექსმა

წაკითხვა
საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 თვეში, 1069 სამართალდარღვევა გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 თვეში, 2026 წლის 22 აგვისტოდან 22 ოქტომბრამდე, 1069 სამართალდარღვევა გამოავლინეს. ყველაზე მეტი – 331 ფაქტი აღირიცხა იმერეთში. 233 სამართალდარღვევაა გამოვლენილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 148 – გურიაში, 98 – შიდა ქართლში, 68 – სამცხე-ჯავახეთში, 55 – ქვემო

წაკითხვა
საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა გარემოს დაცვასა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პარლამენტში ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დელეგატ გოჩა ენუქიძესა და სახელმწიფო რწმუნებულ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძესთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთავი სადგური დაათვალიერა და მისი ფუნქციონირების პროცესს ადგილზე გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ინფორმაცია მიიღო სადგურის მუშაობის სპეციფიკის, ნარჩენების გადატვირთვისა და ტრანსპორტირების პროცესის, ასევე რეგიონში

წაკითხვა