პარიზში შაბათს დაგეგმილი აქციების წინ მაღაზიების მფლობელების მხრიდან თავდაცვის მიზნით ლეგალურ იარაღზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა
პარიზში შაბათს დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ ლეგალური იარაღის გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს. როგორც იარაღის ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა განაცხადა, ლეგალურ იარაღზე მოთხოვნა დაახლოებით ათჯერ გაიზარდა. „მაღაზიის მფლობელები იარაღს ყიდულობენ, რადგან ძალიან ეშინიათ“, – განაცხადა მაღაზიის მეპატრონემ. მისივე თქმით, მაღაზიაში უკვე აღარ დარჩა იარაღი, რომელიც რეზინის ტყვიებს ისვრის. ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა კი