თამარ იოსელიანი: 8 თვის მონაცემებით ტვირთბრუნვა ძალიან მაღალია – გვაქვს რეკორდული ზრდა, რაც განპირობებულია სწორი მენეჯმენტით როგორც საქართველოს ნავსადგურებში, ისე საქართველოს რკინიგზაში
ჩვენ განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის შუა დერეფნის კონტექსტი და მისი როლი, ზოგადად, მსოფლიო სავაჭრო სისტემებში. აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის და რომ შუა დერეფანი აღარ არის ალტერნატივა, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა აღნიშნულ დერეფანზე, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა. მინისტრის მოადგილე ბათუმში მიმდინარე საქართველოს მესამე საერთაშორისო საზღვაო ფორუმში მონაწილეობს –