სიახლეები

სიახლეები
ეკონომიკა

საქართველო, აზერბაიჯანი და უზბეკეთი შუა დერეფნის გაძლიერებაზე მსჯელობენ

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ოფიციალური ვიზიტით ტაშკენტში იმყოფება. ლაშა აბაშიძემ დღეს სამმხრივი შეხვედრა გამართა, რომელშიც აზერბაიჯანისა და უზბეკეთის რკინიგზების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. მხარეებმა სატვირთო გადაზიდვები და გაუმჯობესებული სერვისები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რის ფარგლებშიც აღნიშნული ქვეყნები ასოციაციის ფარგლებში გააღრმავებენ თანმშრომლობას, რაც გააძლიერებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლს, გაზრდის ტვირთნაკადების მოზიდვის

წაკითხვა
პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: მთელი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს უსამართლოდ ექცეოდა ევრობიუროკრატია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტები“ თავმჯდომარის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, ამ ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს უსამართლოდ ექცეოდა ევრობიუროკრატია, უსამართლოდ ექცეოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და ამის მიზეზი ის პრაგმატული პოლიტიკა იყო, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში გატარდა. ბოჟაძის თქმით, როდესაც ევრობიუროკრატია საქართველოს კიცხავდა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნების გამო, ახლა აღმოჩნდა, რომ ევრობიუროკრატია მზად არის პუტინთან მოლაპარაკებებისთვის. “მთელი ამ ოთხი

წაკითხვა
ეკონომიკა

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო – ფოთის პორტმა 30 000-ტონიანი ნავთობტანკერი წარმატებით მიიღო

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული კოორდინაციისა და პორტების საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში ფოთის ნავსადგურმა კომპანია Gulf-ის 30 000-ტონიანი ნავთობტანკერი უსაფრთხოდ და წარმატებულად მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ფოთის პორტი მზადაა, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით მიიღოს მსგავსი კლასისა და ტონაჟის გემები. „მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი SEA

წაკითხვა
საზოგადოება

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით სამუშაო სიღარიბის დონე ქვეყანაში ახალ ისტორიულ მინიმუმზეა და 2012 წლის შემდეგ 10-ჯერ არის შემცირებული

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსიც გამოაქვეყნა. ინდექსი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებელია და გამოხატავს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმებულების რაოდენობას. ILO-ს შეფასებით, საქართველოში 2025 წელს დასაქმებულთა შორის სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი პირების დონე ახალ ისტორიულ მინიმუმადე შემცირდა და 1,4%-ს გაუთანაბრდა. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით საქართველოში 2 წელიწადში სამუშაო სიღარიბე ორნახევარჯერ, 2012 წელთან

წაკითხვა
უცხოეთი

McDonald’s-მა რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა

სწრაფი კვების ამერიკულმა ქსელმა McDonald’s-მა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყნიდან გასვლა გადაწყვიტა, რუსეთში ამავე სახელწოდების სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა. ინფორმაციას რუსული მედია როსპატენტის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს დოკუმენტების თანახმად, კომპანიამ განაცხადი 2024 წლის დეკემბერში შეიტანა, ხოლო როსპატენტმა სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია 2026 წელს გადაწყვიტა. McDonald’s-ის სავაჭრო ნიშანი რუსეთში შეიძლება გამოყენებულ იქნეს საკვები პროდუქტების, მზა კერძებისა და

წაკითხვა
სამართალი

პრემიერი: სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, სამართლის უზენაესობა არის დაცული და ზუსტად ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა, გაამყარა ჩვენი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე, მოგვცა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების საშუალება

დღეს სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, სამართლის უზენაესობა არის დაცული და ზუსტად ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა, ამან გაამყარა ჩვენი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე, ამან მოგვცა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების საშუალება, რომ არა სამართლის უზენაესობა, ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა უზურნველყოფილი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის დეპოლარიზაციის აუცილებელი პირობა. „კონკრეტული ადამიანები

წაკითხვა
რეგიონები

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

წაკითხვა
საზოგადოება სამართალი

მსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას, ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატო-ს 10 წევრ სახელმწიფოს

Transparency International-ის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) აჩვენებს, რომ კორუფცია, პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სერიოზულ პრობლემად რჩება. ინდექსში შეფასებულია 182 ქვეყანა. ასევე, აღნიშნულია, რომ გლობალური საშუალო მაჩვენებელი 42 ქულამდე დაეცა, რაც ბოლო წლების ყველაზე დაბალი შედეგია. ანგარიშის მიხედვით, ქვეყნების ორ მესამედზე მეტს 50-ზე ნაკლები ქულა აქვს, რაც კორუფციის სისტემურ ხასიათზე მიუთითებს. მხოლოდ 31

წაკითხვა
უცხოეთი

პიტერ სიიარტო: ბრიუსელი შეაქებდა საქართველოს და ქართველ ხალხს, თუ ისინი ომში წავიდოდნენ, ან გეი ქორწინებას დააკანონებდნენ. ვინაიდან საქართველოს არ სურს ზემოჩამოთვლილის გაკეთება, არ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ ბრიუსელი შეგაქებთ

ბრიუსელში ყველა შეაქებდა საქართველოს, თუ საქართველო მზად იქნებოდა დაეთმო საკუთარი სუვერენიტეტი, თუ საქართველო დაუშვებდა, რომ ბრიუსელი ჩარეულიყო მის შიდა საქმეებში, – განაცხადა ქართველ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ. ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ აქვს განსხვავებული მიდგომა ბრიუსელს საქართველოს მიმართ, რა არის ამის მიზეზი. „ბრიუსელში ყველა შეაქებდა საქართველოს, თუ საქართველო მზად

წაკითხვა
უცხოეთი

ანდრაშ ლასლო: აშშ-სა და ევროკავშირს შორის სოციალური მედიის ომი დაიწყო. ამერიკის კონგრესის იურიდიულმა კომიტეტმა გამოააშკარავა ევროკომისიის ცენზურის კომპლექსი, რომელსაც ის 2015 წლიდან აშენებდა

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშს უნგრელი მაღალჩინოსნები გამოეხმაურნენ. ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო აცხადებს, რომ ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სოციალური მედიის ომი დაიწყო. „ამერიკის კონგრესის იურიდიულმა კომიტეტმა გამოააშკარავა ევროკომისიის ცენზურის კომპლექსი, რომელსაც ის 2015 წლიდან აშენებდა. როგორი სულელები უნდა იყვნენ ევროპელი ლიდერები, რომ ცენზურის მხარეს დადგნენ. ნუთუ ასეთი სასოწარკვეთილები არიან და

წაკითხვა