სიახლეები

სიახლეები
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე „სფერო ინვესტის“ კიდევ ერთ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, იურიდიული პირის (შპს „სფერო ჰოლდინგი“/„სფერო ინვესტი“) წარმომადგენლების მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ გივი წულეისკირი წარმოადგენდა შპს „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელს და 100%-იანი წილის მფლობელს.

წაკითხვა
უცხოეთი

ევროკავშირის წარმომადგენელი სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანი: არც ერთ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას არ აქვს ვალდებულება, დაიცვას ჩვენ მიერ დაწესებული სანქციები

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხებში, დევიდ ო’სალივანმა, Guardian-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესახებ ისაუბრა. ო’სალივანი, რომელსაც ევროკავშირის ინსტიტუტებში ოთხ ათწლეულზე მეტი გამოცდილება აქვს, 2022 წლის დეკემბერში სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა, მისი მოვალეობა კი სანქციებისთვის თავის არიდების და გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლაა. დევიდ ო’სალივანმა, Guardian-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის „ძალიან ფრთხილად ადანაშაულებს

წაკითხვა
უცხოეთი

გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი, იორგ დორნაუ დააკავეს

გერმანელმა სამართალდამცველებმა საქსონიის მიწის პარლამენტის წევრი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, იორგ დორნაუ ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს. 56 წლის პოლიტიკოსი ადგილობრივი პარლამენტის სესიის მსვლელობისას დააკავეს. ის ჯერ დაკითხეს, ხოლო შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. პარალელურად პოლიციამ მის სახლსა და ბიზნეს-ობიექტებში ჩხრეკა ჩაატარა. მანამდე ადგილობრივმა პარლამენტმა დორნაუს იმუნიტეტი მოუხსნა. დეპუტატის დაკავებას სესიის დროს

წაკითხვა
უცხოეთი

ევროპარლამენტარი ტომ ვანდენდრიშე: ისეთი განცხადებები, როგორიცაა „მხოლოდ ორი სქესი არსებობს“, „ბავშვები არ შეიძლება იყვნენ ტრანსგენდერები“, „სიძულვილის ენად“ იქნა მიჩნეული – თუ ეს „სიძულვილია“, მაშინ რის ნორმალიზებას ცდილობს ევროკავშირი?

ევროპარლამენტარი ტომ ვანდენდრიშე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშს აფასებს, რომლის თანახმად, ევროპული ცენზურის ზეწოლის პირობებში, TikTok-მა „სიძულვილის ენად” მიიჩნია და ცენზურა დააწესა შემდეგ ფრაზებზე: „არსებობს მხოლოდ ორი სქესი“, „ბავშვები ვერ იქნებიან ტრანსგენდერები“ და „შეაჩერეთ ბავშვების სექსუალიზაცია“. ევროპარლამენტარი ინტერესდება, თუ ეს ფრაზები სიძულვილია, მაშინ, რის ნორმალიზებას ცდილობს ევროკავშირი. „არჩევნების წინ ისეთი განცხადებები, როგორიცაა „მხოლოდ ორი სქესი

წაკითხვა
სოციალური მედია

YouTube-მა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი კონტენტის წაშლა დაიწყო

YouTube-მა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი დაბალხარისხიანი კონტენტის წაშლა დაიწყო. The Verge-ის ინფორმაციით, პლატფორმიდან ორი მსხვილი არხი უკვე გაქრა. ვიდეომონტაჟის სერვისის, Kapwing-ის ანგარიშის თანახმად, YouTube-იდან წაიშალა არხი CuentosFacianantes, რომელსაც 5,9 მილიონი გამომწერი ჰყავდა, მისი ჯამური ნახვები კი 1,2 მილიარდს აღწევდა. ასევე, პლატფორმიდან გაქრა ანგარიში Imperio de Jesus, რომლის აუდიტორიაც 5,8 მილიონს აჭარბებდა. არხების წაშლა მას შემდეგ დაიწყო,

წაკითხვა
რეგიონები

ნინო ლაცაბიძე: საბავშვო ბაღების ახალი ინფრასტრუქტურა ჩვენი პატარებისთვის არსებული სერვისების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შესაძლებლობას გვაძლევს

რუსთავში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და ერთის სრული რეაბილიტაცია სრულდება. სამუშაოების მომდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანთან, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატთან ირაკლი შატაკიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთნ და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად გაეცნო. „საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტები, რომლებიც რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით

წაკითხვა
უცხოეთი

შარლ მიშელი ნატოს გენერალურ მდივანზე: არ მოველოდი, რომ მარკ რუტე ამერიკის აგენტი გახდებოდა

ევროპული საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, შარლ მიშელმა Euronews-ს განუცხადა, რომ ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს „პირფერობის დიპლომატია“ აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ „სრულ მარცხს“ გამოიწვევს. შარლ მიშელმა ხაზგასმით ასღნიშნა, რომ მარკ რუტემ უნდა შეწყვიტოს „ამერიკის აგენტობა“ და გააერთიანოს დასუსტებული სამხედრო ალიანსი აშშ-ის მხრიდან მომავალი „მტრული რიტორიკისა“ და „დაშინების“ წინაშე. „მინდა სიცხადე შევიტანო: მარკ რუტე იმედგაცრუებას იწვევს და მე მის მიმართ

წაკითხვა
უცხოეთი

ტრამპი ირანს ვენესუელის ბედის გაზიარებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი იგივე ბედს გაიზიარებს, რასაც ვენესუელა, თუ სწრაფად არ დათანხმდება გარიგებას და ბირთვულ იარაღზე უარს არ იტყვის. „ირანისკენ უზარმაზარი არმადა მიემართება. ის მოძრაობს სწრაფად, დიდი ძალით, ენთუზიაზმითა და მიზნით. ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ მეთაურობით ფლოტი იმაზე უფრო დიდია, რაც ვენესუელაში იყო გაგზავნილი. ვენესუელის შემთხვევის მსგავსად, ის მზად არის და შესწევს ძალა შეასრულოს

წაკითხვა
უცხოეთი

ზელენსკის განცხადებით, იდენტიფიცირებულია ომის შემდგომ რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც აშშ-თან შეთანხმებაში უფრო სიღრმისეულ მუშაობას საჭიროებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იდენტიფიცირებულია ომის შემდგომ რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც აშშ-თან შეთანხმებაში უფრო სიღრმისეულ მუშაობას საჭიროებს. ზელენსკის თქმით, ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობა აქტიურად პროგრესირებს, უკრაინული გუნდი კი მაქსიმალური ეფექტიანობით მუშაობს. უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელი კოლეგის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა სამშვიდობო მოლაპარაკებებისადმი კონსტრუქციული მიდგომისთვის. ზელენსკი განმარტავს, რომ შედეგს, რაც შეიძლება მალე უნდა მიაღწიონ.

წაკითხვა
უცხოეთი

უნგრეთის პროკურატურამ ბუდაპეშტის მერს ბრალი წარუდგინა ქალაქში LGBTQ+ Pride ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობისთვის, მიუხედავად აკრძალვისა

უნგრეთის პროკურატურამ ბუდაპეშტის მერს, გერგეი კარაჩონის ბრალი წარუდგინა ქალაქში რიგით 30-ე ყოველწლიური LGBTQ+ Pride ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობისთვის, მიუხედავად აკრძალვისა. ამის შესახებ ინფორმაცია მერის ადმინისტრაციამ ოთხშაბათს გაავრცელა. „პროკურატურამ ბრალი წამიყენა და ჩემთვის ფულადი ჯარიმის დაკისრება სასამართლო მოსმენის გარეშე სურს, უბრალოდ იმის გამო, რომ ჩვენ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი თავისუფლების მარში მოვაწყვეთ“, – განაცხადა კარაჩონიმ გავრცელებულ განცხადებაში. „ის ფაქტი,

წაკითხვა