ნიკა ობოლაძე ჩერგოლეიშვილზე: ამბობს, რომ სანამ ბანდერლოგებს არ დაამარცხებს მანამდე ბიძინა არ დამარცხდება, ანუ, „ცხრიანს“ რომ კარგად ემუშავა, ბიძინას დარჩენის გარანტია იყო ცხრიანი? ასე უყურებს ქალბატონი თამარი მის პროექტს? – საქმე ისაა, რომ ქალბატონი თამარი სულ იტყუება
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ-პოსტს აფასებს, სადაც ანა წითლიძეს და ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებს აკრიტიკებს. როგორც ნიკა ობოლაძე წერს, ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ მის მიერვე შექმნილ ალტერნატივაში „ბანდერლოგები“ არიან და მათ დამარცხებამდე ბიძინა ივანიშვილიც არ დამარცხდება. ობოლაძე ინტერესდება, ჩერგოლეიშვილის შექმნილ „ცხრიანს“ რომ კარგად ემუშავა, იყო თუ არა ეს