სიახლეები

სიახლეები
ეკონომიკა

საქართველო, აშშ-ში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ გამოფენაში, CES-ში მონაწილეობდა

საქართველო, წელს უკვე მეორედ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მასშტაბურ ტექნოლოგიურ გამოფენაში, CES-ში (Consumer Electronics Show) მონაწილეობდა, რომელიც აშშ -ში, ლას-ვეგასში იმართებოდა. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, CES 2026 აერთიანებს სხვადასხვა აქტივობას, პანელურ დისკუსიებს, პრეზენტაციებს, შეხვედრებს, სხვადასხვა ქვეყნის ეკოსისტემებისა და ტექნოლოგიური კომპანიების გამოფენებს მთელი მსოფლიოდან. საქართველო ღონისძიებაზე „StartUP in Georgia” ინიციატივით იყო წარმოდგენილი, რომელიც მოიცავს

წაკითხვა
სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1973 წელს დაბადებული ჯ.ქ. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.  „მსჯავრდებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ თავისუფლების აღკვეთისა და მუქარის ფაქტებზე წითელი ცირკულარით 2025 წლის ნოემბრიდან იძებნებოდა. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

წაკითხვა
უცხოეთი

დონალდ ტრამპი: კუბაში ვენესუელიდან აღარ შევა არც ნავთობი და არც ფული – ნული! მე მათ ვურჩევ, დადონ შეთანხმება, სანამ გვიანი არ არის

კუბა ვენესუელისგან ვერც ფულს და ვერც ნავთობს ვეღარ მიიღებს, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში. შეერთებული შტატების პრეზიდენტი კუბის ხელისუფლებას შეთანხმების დადებისკენ მოუწოდებს, „სანამ გვიანი არ არის“. „მრავალი წლის განმავლობაში კუბა ვენესუელიდან მიღებული დიდი მოცულობის ნავთობისა და ფულის ხარჯზე ცხოვრობდა. სანაცვლოდ კი, კუბა ვენესუელის ბოლო ორ დიქტატორს „დაცვის მომსახურებას“ უწევდა. მაგრამ ეს აღარ განმეორდება! კუბაში აღარ შევა

წაკითხვა