თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირში არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ თურქეთი წევრად მიიღონ, მაშინაც კი, თუ პირობებს დააკმაყოფილებს. ნიკოლა სარკოზიმ ეს პოლიტიკური ნება 2007 წელს გააუქმა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ევროკავშირთან ურთიერთობების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირში არ არსებობს პოლიტიკური ნება, თურქეთი მათ წევრად მიიღონ. „ჩვენ არასოდეს დაგვიყენებია ისეთი მოთხოვნა, რომ წევრობის პირობები არ შესრულებულიყო და ამის გარეშე გავწევრიანებულიყავით. რა თქმა უნდა, თუ სადმე გაწევრიანებას აპირებ, ამას თავისი პირობები აქვს. ეს პირობები წინასწარ არის განსაზღვრული და მათი შესრულების შემთხვევაში მიზანს მიაღწევ.