შაკო კუჭაშვილი: მელაძის „პირველმა“ სცადა პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაევრცელებინა – ადგილობრივი პროპაგანდისტი არ ელოდა, რომ პრემიერი ზუსტად ფლობდა ინფორმაციას რეალურ ფასებთან დაკავშირებით
დღეს მელაძის „პირველმა“ სცადა, პრემიერის კომენტარით ესარგებლა და პირდაპირ ეთერში, რომელსაც ყველა ტელეკომპანია გადასცემდა – პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაევრცელებინა, – წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ადგილობრივი პროპაგანდისტი არ ელოდა, რომ ირაკლი კობახიძე მას მაშინვე სიზუსტით უპასუხებდა ხსენებულ პროდუქციაზე კონკრეტული ფასების შესახებ. როგორც კუჭაშვილი აღნიშნავს, ქვეყანას სწორედ ასეთი მთავრობის მეთაური სჭირდება